Accentnews.ge
ჩინელი ექიმები კორონავირუსით ინფიცირებულთა გასამხნევებლად პაციენტებთან ერთად ცეკვავენ (ვიდეო)

ჩინელი ექიმები კორონავირუსით ინფიცირებულთა გასამხნევებლად პაციენტებთან ერთად ცეკვავენ (ვიდეო)

12/02/2020 06:34:31 მსოფლიო

ჩინეთის უხანის პროვინციაში მდებარე საავადმყოფოს ექიმები კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებულ პაციენტებს ცეკვით ამხნევებენ.

„კორონავირუსით ინფიცირების გამო პაციენტთა უმეტესობას სტრესი და ნევროზი აქვს. მათ ცხოვრება უჩვეულო გარემოში უწევთ. ბევრი მათგანი უმეტეს დროს საწოლში ატარებს. მკურნალობასთან ერთად ვცდილობთ, გავამხნევოთ“, – განაცხადა უხანის საავადმყოფოს ექიმმა ჩენ ქსიაოიანმა.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1113-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 44 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, 25–ზე მეტ ქვეყანაში ვირუსის 500-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს.

გუშინ ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

იხილეთ ასევე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას სავარაუდოდ, 18 თვე დასჭირდება“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S