Accentnews.ge
რუსეთში კორონავირუსით დაავადებული პაციენტი საავადმყოფოდან გაიქცა

რუსეთში კორონავირუსით დაავადებული პაციენტი საავადმყოფოდან გაიქცა

12/02/2020 09:47:20 მსოფლიო

რუსეთში, სანქტ–პეტერბურგის საავადმყოფოდან კორონავირუსით დაავადებული პაციენტი გაიქცა.

პოლიციას ამასთან დაკავშირებით მთავარმა ექიმმა მიმართა. ირკვევა, რომ პაციენტი ჩინეთიდან რუსეთში იანვრის ბოლოს ჩავიდა, 4 თებერვალს ყელი ასტკივდა და გამოძახებულმა სასწარაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც იგი 14–დღიან კარანტინში მოათავსეს. თუმცა პაციენტი საავადმყოფოდან გაიქცა და მას ამ დრომდე ეძებენ.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1113-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 44 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, 25–ზე მეტ ქვეყანაში ვირუსის 500-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს.

გუშინ ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

იხილეთ ასევე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას სავარაუდოდ, 18 თვე დასჭირდება“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S