სასამართლომ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი გაამართლა
12/02/2020 14:46:10 სამართალი
რუსთავის საქალაქო სასამართლომ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გაამართლა.
გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის მიმართაც.
აბაზოვის ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ბრალდებულებს გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ გირაოს თანხები დაუბრუნდებათ.
გამოძიების ინფორმაციით, აბაზოვმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და "მუქარით აიძულა, მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე". აბაზოვი 2018 წლის ივნისში დააკავეს. შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2019 წლის 12 თებერვალს მარნეულის საკრებულომ აბაზოვს უფლებამოსილება შეუწყვიტა. მოგვიანებით იგი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს.


