
არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია
10/11/2019 11:46:03 სხვა, საზოგადოება
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელიც ჯგუფურად დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაში არის ბრალდებული, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. შესაბამის ინფორმაციას აბაზოვი სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს.
გამოძიების ინფორმაციით, მარნეულის მერმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და "მუქარით აიძულა, მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე". აბაზოვი 2018 წლის ივნისში დააკავეს. შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ თემურ აბაზოვი გასული წლის 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. წელს, 12 თებერვალს მარნეულის საკრებულომ აბაზოვს უფლებამოსილება შეუწყვიტა. საქმეზე სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდება.