Accentnews.ge
კორონავირუსის გამო დალაი ლამამ საჯარო ღონისძიებები გააუქმა

კორონავირუსის გამო დალაი ლამამ საჯარო ღონისძიებები გააუქმა

12/02/2020 17:18:38 მსოფლიო

კორონავირუსის გამო დალაი ლამამ საჯარო ღონისძიებები გააუქმა.

„მისი უწმინდესობა აუქმებს ყველა საჯარო ღონისძიებას. აღნიშნული ნაბიჯი კორონავირუსის საფრთხეს უკავშირდება“, – განაცხადა დალაი ლამას პრეს–სპიკერმა ტენზინ ტაკლჰამ.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1113-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 44 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, 25–ზე მეტ ქვეყანაში ვირუსის 500-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს.

ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

იხილეთ ასევე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას სავარაუდოდ, 18 თვე დასჭირდება“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S