Accentnews.ge
ლუაზო - კალაძეს: არ შეგვიძლია, 26 ოქტომბრის არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი დავარქვათ, ეს ფაქტია და არა მოსაზრება

ლუაზო - კალაძეს: არ შეგვიძლია, 26 ოქტომბრის არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი დავარქვათ, ეს ფაქტია და არა მოსაზრება

14/11/2024 15:58:02 პოლიტიკა

“თბილისის მერი [კახა კალაძე] ცდება: ჩვენ მხარს არ ვუჭერდით რომელიმე გუნდს. ჩვენ საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ვიყავით დაპატიჟებული, რათა არჩევნებს დავკვირვებოდით. არ შეგვიძლია ამ არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი დავარქვათ. ეს ფაქტია და არა მოსაზრება”, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს.

მანამდე, "ქართული ოცნების" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს გამოეხმურა და ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც საქართველოს მთავრობა გააკრიტიკეს, "სპეკულაციური, პოლიტიკური განცხადებების" გაკეთებაში დაადანაშაულა.

"საუბარი იყო იმაზე, რომ თუ ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, მაშინ არჩევნები არასწორად და ცუდად იქნა ჩატარებული. ჩვენ ამაზე მკაფიო განცხადებები მოვისმინეთ, პირდაპირ თეთრზე გვიმტკიცებენ, რომ შავია", – განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S