Accentnews.ge
კალაძე – ევროპარლამენტარების კრიტიკაზე: სპეკულაციური განცხადებებია, თეთრზე გვიმტკიცებენ, შავიაო

კალაძე – ევროპარლამენტარების კრიტიკაზე: სპეკულაციური განცხადებებია, თეთრზე გვიმტკიცებენ, შავიაო

14/11/2024 12:54:55 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს ეხმიანება და იმ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც საქართველოს მთავრობა გააკრიტიკეს, "სპეკულაციური, პოლიტიკური განცხადებების" გაკეთებაში ადანაშაულებს.

"ჩვენ ვისმენთ სპეკულაციურ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელსაც ევროპარლამენტარები აჟღერებენ. ეს კატეგორიულად მიუღებელია და რატომ - არჩევნებს აფასებს ეუთო/ოდირი, იყო საოცარი შუალედური დასკვნა. 2012 წლიდან ჩართული ვარ არჩევნებში და ასეთი მშვიდი წინასაარჩევნო გარემო არ მახსოვს. ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია, შეხვედროდნენ მოსახლეობას, ძალიან მშვიდი, სტაბილური გარემო იყო და ყველას ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. არჩევნების დღეს 25 000 დამკვირვებელი, პარტიების 25 000 წარმომადგენელი და კომისიის 25 000 წევრი იყო, რა გაყალბებაზეა საუბარი?! 2000-მდე უცხოელი დამკვირვებელი, რომელთა განცხადებებს ვისმენდით პირდაპირ ეთერებში, რომ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები და ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და იყო მრავალპარტიული. სხვა სპეკულაციური პოლიტიკური განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია იმიტომ, რომ თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა და თეთრზე გვიმტკიცებენ, შავიაო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ისეთი გამოსვლებისა, "რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, ტყუილით", გაკეთდა "განცხადებები, რომელიც შეეფერებოდა რეალობას".

ცნობისთვის: 13 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. სიტყვით გამოსული ევროპარლამენტარების უმეტესობამ საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" გააკრიტიკა. თუმცა მომხსენებლების ნაწილმა ევროკავშირი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. კრიტიკულად განწყობილი ევროპარლამენტარების გარდა, დებატებზე დეპუტატების ნაწილმა, რომელთაგანაც არც ერთი წარმოადგენს ევროპარლამენტის ძირითად ფრაქციებს, ევროკავშირი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S