Accentnews.ge
ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა

13/02/2020 12:26:17 მსოფლიო

ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, შემთხვევა ამჯერად იაპონიაში მოხდა. მსხვერპლი 80 წლის იაპონელი ქალია, რომელიც კარანტინს დაქვემდებარებულ საკრუიზო გემ „Diamond Princess“-ზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსს ფილიპინებზე და ჰონ კონგში თითო-თითო მოქალაქე ემსხვერპლა.

ცნობისთვის: იაპონიაში კარანტინს დაქვემდებარებულ საკრუიზო გემ „Diamond Princess“-ზე კორონავირუსით (COVID-19) დაავადებულთა რაოდენობამ 219-ს მიაღწია. ხომალდის ბორტზე ამ დროისთვის სულ 3700 ადამიანი იმყოფება, მათგან ეკიპაჟის 160 წევრი ინდოეთის მოქალაქეა.

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 1310-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსით ჰუბეის პროვინციაში 242 ადამიანი დაიღუპა.

უკანასკნელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ 60,000 ადამიანია ინფიცირებული.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის გარდა, "COVID-19" მსოფლიოს 25–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

იხილეთ ასევე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას სავარაუდოდ, 18 თვე დასჭირდება“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S