წილოსანი თვლის, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ პარლამენტის დატოვებით შესრულდება "ქართული ოცნების" დაპირება
20/11/2024 12:46:23 პოლიტიკა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი თვლის, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ საკანონმდებლო ორგანოს დატოვებით შესრულდება "ქართული ოცნების" დაპირება.
წილოსანის თქმით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პროცესების შესაბამისად მიიღებს“ დააკმაყოფილებს თუ არა მანდატის დატოვების შესახებ განცხადებებს.
„კანონის გათვალისწინებით, ახლა საარჩევნო სიას ვერავინ ვერ ჩახსნის. ამავდროულად, თუ მათ ისევ აქვთ მანდატების დათმობის სურვილი, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდგომ, განცხადებები დაწერონ.
მათ მიერ პარლამენტის დატოვებით პირდაპირ შესრულდება „ქართული ოცნების“ დაპირება იმის შესახებ, რომ თუ ეს ხალხი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოშორდება, პოლიტიკა მავნებლებისგან გასუფთავდება“, - თქვა ნინო წილოსანმა.
ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს და ამბობს, რომ არ მისცემს ლეგიტიმაციას ახალი მოწვევის პარლამენტს.
საკონსტიტუციომ არჩევნების შედეგებზე პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა
რა გავლენა ექნება პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანას პოლიტიკურ პროცესზე


