ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა შედარებით იკლო
17/02/2020 06:52:36 მსოფლიო
ჩინეთში კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვალების შემთხვევებმა შედარებით იკლო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
„16 თებერვალს კორონავირუსს 105 ადამიანი ემსხვერპლა, 15 თებერვლის – 142. უკვე მეოთხე დღეა, კლების ტენდენცია შეინიშნება“, – აცხადებენ ჯანდაცვის ეროვნული კომისიაში.
საერთო ჯამში, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1770-მდე გაიზარდა. უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით 70,000–ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ჩინეთის საზღვრებს გარეთ, საერთო ჯამში, 5 ლეტალური შემთხვევა ფილიპინებზე, იაპონიაში, ტაივანზე, საფრანგეთსა და ჰონ-კონგში დაფიქსირდა.
ჩინეთის გარდა, "COVID-19" მსოფლიოს 25–ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა.
ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს.
ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.
ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.
იხილეთ ასევე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას სავარაუდოდ, 18 თვე დასჭირდება“


