Accentnews.ge
ჩინეთში კორონავირუსით უხანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი დაიღუპა

ჩინეთში კორონავირუსით უხანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი დაიღუპა

18/02/2020 06:33:50 მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით (COVID19) უხანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი დაიღუპა.

„უხანის საავადმყოფოს დირექტორი ლიუ ზიმინგი, რომელიც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობდა, დილით, 10:30 საათზე გარდაიცვალა“, – იუწყება ჩინეთის სახელისუფლებო მედია.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 1870-მდე გაიზარდა. უკანასკნელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით 72,000–ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის გარდა, "COVID-19" მსოფლიოს 25–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

იხილეთ ასევე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას სავარაუდოდ, 18 თვე დასჭირდება“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S