კორონავირუსის გავრცელების გამო ჰონ კონგში მოქალაქეებს 1 280 –1280 დოლარს დაურიგებენ
26/02/2020 14:02:21 მსოფლიო
ახალი ტიპის კორონავირუსის ("COVID-19") გავრცელების გამო ჰონ კონგში დაახლოებით 7 მლნ მოქალაქეს 1 280 –1280 აშშ დოლარს დაურიგებენ. როგორც ადგილობრივ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ერთჯერადი დახმარება „მოსახლეობას ფინანსულ ტვირთს მცირედით მაინც შეუმსუბუქებს“.
ბოლო მონაცემებით, ჰონ კონგში კორონავირუსს 2 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 89.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 52 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.
რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა დღე–ღამის განმავლობაში 406–მდე გაიზარდა. აქედან მხოლოდ 5 შემთხვევა დადასტურდა ჰუბეის პროვინციის ფარგლებს გარეთ.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,715 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,064.
ქვეყნის საზღვრებს გარეთ, "COVID-19"–მა 48-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 80,970–ს გადააჭარბა.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის რისკი მომატებულია, რის გამოც სახელმწიფო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის.
იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს


