Accentnews.ge
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

26/02/2020 15:17:40 მსოფლიო

რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5–მდე გაიზარდა. როგორც ქვეყნის მთავარმა სანიტარმა ანა პოპოვამ განაცხადა, საკრუიზო გემ „Diamond Princess“–იდან ევაკუირებული რვა მოქალაქიდან სამს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისივე თქმით, პაციენტები საავადმყოფოში იზოლირებულები არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„რუსეთში კორონავირუსის გავრცელების რისკი მაღალია. მივმართავ მოქალაქეეებს, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, საზღვარგარეთ გამგზავრებისგან თავი შეიკავონ“, – დასძინა ანა პოპოვამ.

მანამდე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ 2 ინფიცირებულის თაობაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ორივე ჩინეთის მოქალაქე იყო.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 52 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა დღე–ღამის განმავლობაში 406–მდე გაიზარდა. აქედან მხოლოდ 5 შემთხვევა დადასტურდა ჰუბეის პროვინციის ფარგლებს გარეთ.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,715 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,064.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, "COVID-19"–მა 48-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 80,970–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის რისკი მომატებულია, რის გამოც სახელმწიფო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S