კორონავირუსი ჩინეთის ფარგლებს გარეთ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ამ ქვეყანაში
27/02/2020 10:21:34 მსოფლიო
ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ("COVID-19“) გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა 400–მდეა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 744 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,497.
რაც შეეხება ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებულ ვითარებას, "COVID-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავურუსს უკვე 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 3500–ს გადააჭარბა.
"COVID-19“ უკვე მსოფლიოს 38 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც დაფიქსირდა.
იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს


