დენისოვა – სააკაშვილზე: "ძილის დროს შუქის ჩაქრობის უფლებას არ აძლევენ, შეძახილების გამო იძულებულია, ტელევიზორი მაღალ ხმაზე ჩართოს"
16/11/2021 07:38:27 პოლიტიკა, სამართალი
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა, რომელსაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ამ დრომდე არ უშვებენ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა მიმდინარეობს.
"ამ მომენტისთვის მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითი შეფასებები გვაქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ გაუარესდება, როგორ მოხერხდება მისი მკურნალობა და იქნება თუ არა შესაბამისი აღჭურვილობა ამაზეც არ გვაქვს ინფორმაცია. მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა გრძელდება. ძილის დროს შუქის ჩაქრობის უფლებას არ აძლევენ. იძულებულია, ტელევიზორი ბოლო ხმაზე ჩართოს, რადგან სხვა პატიმრების მხრიდან შეძახილები არ მოისმინოს, თავის მხრივ ესეც წამებაა", - განაცხადა დენისოვამ.
ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, განმარტა რატომ უთხრეს უარი უკრაინის სახალხო დამცველს სააკაშვილის მონახულებაზე.


