Accentnews.ge
იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რატომ უთხრეს უარი უკრაინის სახალხო დამცველს სააკაშვილის მონახულებაზე

იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რატომ უთხრეს უარი უკრაინის სახალხო დამცველს სააკაშვილის მონახულებაზე

16/11/2021 06:44:27 პოლიტიკა, სამართალი

იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რატომ უთხრეს უარი უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე.

ჟურნალისტის შესაბამისი კითხვაზე მინისტრმა შემდეგი განაცხადა:

"საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა. არ არის ამის აუცილებლობა და არ გვაქვს ამის ვალდებულება. შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული. სწორედ ამ მოტივებით ქალბატონი სახალო დამცველი ჯერ–ჯერობით არ იქნა შეშვებული. ასევე შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ პასუხს".

კითხვაზე შეხვდა თუ არა იგი უკრაინის სახალხო დამცველს, მან შემდეგი განაცხადა:

"წინა შემთხვევაში, როდესაც ქალბატონი დენისოვა იმყოფებოდა სააკაშვილთან, გააკეთა ცალმხრივი განცხადება. ალბათ, კარგი იქნებოდა მაშინ შევხვედრილიყავით და მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალისწინებული ყოფილიყო ორივე მხარის პოზიცია. პირველად, როდესაც იგი მე–12 დაწესებულებაში იმყოფებოდა, გამოსვლის შემდეგ მან გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივი შეფასება და არ შეგვეკითხა, კითხვაც კი არ დაუსვამს ჩვენთვის არც ერთი იმის თაობაზე, შეესაბამებოდა თუ არა ის ინფორმაცია სინამდვილეს, რომელიც მას მიაწოდეს".

მისივე თქმით, იმ პირებს, ვისაც საქართველოს კანონით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე განეცხადათ უარი.

„სააკაშვილს ჰყავდა 200-ზე მეტი ვიზიტორი. აბსოლუტურად ყველა, ვისაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით უფლება, რომ შევიდეს ამ დაწესებულებაში, შედის ყველა. აქვე, იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები მათ შორის, გუშინ. მუდმივ რეჟიმში შედის მისი პირადი ექიმიც, ოჯახის წევრებიც და ყველა ის პირი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. ჩვენ ასევე სხვა პირებსაც, რომლებსაც საქართველოს კანონით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, განვუცხადეთ უარი. მე-18 დაწესებულება ეს არის სამკურნალო დაწესებულება და შესაბამისად, მაქსიმალურად ვიკავებთ თავს იმისგან, რომ იქ შევიდნენ ამჟამად ის პირები, რომლებსაც არ აქვთ უფლება, საქართველოს კანონმდებლობით, შედიოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S