Accentnews.ge
აშშ– ხანგოშვილის საქმეზე: "მივესალმებით გერმანიის პასუხს ბერლინის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე"

აშშ– ხანგოშვილის საქმეზე: "მივესალმებით გერმანიის პასუხს ბერლინის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე"

17/12/2021 09:57:02 პოლიტიკა, სამართალი

აშშ 2019 წელს ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ჩეჩნეთის ომში ყოფილ საველე მეთაურ ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით ბერლინის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე გერმანიის რეაგირებას მიესალმება.

"ჩვენ მივესალმებით გერმანიის პასუხს ბერლინის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. გაასამართლეს პირი გერმანიის ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობისთვის. სასამართლოს განჩინების თანახმად, მკვლელობა მოხდა რუსეთის სახელმწიფოს სახელით", – აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი ნედ პრაისი.

ბერლინის სასამართლოს მოსამართლეებმა გაიზიარეს ბრალდების მხარის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვმა ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით განახორციელა. კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის შემდეგ გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა.

როგორც ამასთან დაკავშირებით დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, "ამან არ უნდა იმოქმედოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და გერმანიის ახალ კანცლერს ოლაფ შოლცს შორის დიალოგის ჩამოყალიბების პერსპექტივებზე".

ბერლინის სასამართლოს განაჩენს რუსეთის საგარეო უწყებაც გამოეხმაურა. ლავროვის უწყებამ მკვლელობასთან რუსეთის სახელმწიფო ორგანოების კავშირის შესახებ ბრალდებები "კატეგორიულად უარყო" და მათ "სრულიად უსაფუძვლო, რეალობას მოწყვეტილი" უწოდა, თავად ხანგოშვილს კი - "ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ტერორისტული ბანდფორმირებების ერთ-ერთი ლიდერი".

"რუსეთი ღრმადაა იმედგაცრუებული გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ორი რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე. ბერლინში ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს», – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

ცალკე კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელმაც ხანგოშვილის საქმე "პოლიტიზირებულად" მოიხსენია.

«საქმე, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიზირებულია, კანონიერებისა და სამართლისგან სრულიად მოწყვეტილი. ვფიქრობ, ღირს, კიდევ ერთხელ გადაიკითხონ რუსეთის ბრალდებული მოქალაქის ადვოკატის განცხადება - და ყველაფერი ნათელი გახდება», – განაცხადა ზახაროვამ YouTube-არხ «Соловьев Live»-ის ეთერში საუბრისას.

ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით ბერლინის ცენტრში მდებარე პარკში.

გამოცემა The Insider-მა, დამოუკიდებელმა ჯგუფმა Bellingcat-მა და ჟურნალმა Der Spiegel-მა მოახერხეს დაედგინათ, რომ ხანგოშვილის მკვლელი არის ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ფსბ-ს სპეციალურ ქვედანაყოფ „ვიმპელში“ მსახურობდა. როგორც გამომძიებლები აღნიშნავენ, მას ასევე ბრალი მიუძღვის რუსეთში ორი ბიზნესმენის შეკვეთილ მკვლელობებში.

კრასიკოვი გერმანიაში ჩავიდა პასპორტით, რომელიც სხვა სახელზე იყო გაცემული. ის ხანგოშვილის მკვლელობიდან ცოტა ხანში დააკავეს.

მიმდინარე წლის აგვისტოში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის სასამართლო პროცესის ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე გამოვიდა ბრალდების მოწმე, რომელიც ბრალდებულის ახლო ნათესავია. მან არა მხოლოდ ამოიცნო კრასიკოვი, არამედ ჩვენება მისცა იმის შესახებ, რომ ის ადრე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფში მსახურობდა.

იხილეთ ასევე: "პირში გეუბნებიან,ძმები ვართო და როდესაც ზურგშექცეულს დანას მირტყამ, ასეთი ძმობა არ მესმის“ - რას ყვებოდა ხანგოშვილი "აქცენტთან" ინტერვიუში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S