Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი – სანდრო რაქვიაშვილს: თქვენ გამიზნულად და გააზრებულად ეხმარებით "ოცნებას" ძალიან ცუდი თამაშის თამაშში

ანა ნაცვლიშვილი – სანდრო რაქვიაშვილს: თქვენ გამიზნულად და გააზრებულად ეხმარებით "ოცნებას" ძალიან ცუდი თამაშის თამაშში

02/04/2024 07:39:59 პოლიტიკა

"გენდერული კვოტირების გაუქმება სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის და თქვენ გამიზნულად და გააზრებულად ეხმარებით მას ამ ძალიან ცუდი თამაშის თამაშში", - ასე მიმართა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „გირჩის“ წევრ სანდრო რაქვიაშვილს.

ამასთან, როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, იმის გამო, რომ სანდრო რაქვიაშვილი მთავარი მოპასუხე არ არის, მის მიერ დასმული კითხვებიც რიტორიკულია და პასუხს არ საჭიროებს.

"რამდენი ინიციატივა წარუდგენია ოპოზიციას ამ პარლამენტში და თუ დამისახელებთ რომელიმე ერთ მაგალითს მაინც, როდესაც უმრავლესობამ არათუ განიხილა ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი რომელიმე კანონპროექტი, დაჩქარებულად დაარეგისტრირა, დაჩქარებული წესით განხილვა გადაწყვიტა ბიუროზე და გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში ჩაინიშნა ყველა შესაბამისი კომიტეტი?

მეორე კითხვა, ამ თქვენი ბრძნული აზრების ფორმირების დროს, იმის შესახებ, რომ კვოტა თურმე შეურაცხმყოფელია, ერთ ქალთან მაინც თუ გაიარეთ კონსულტაცია, აზრი თუ ჰკითხეთ რომელიმე პოლიტიკოს ქალს და თუ შეიძლება დაასახელოთ სახელი და გვარი, ვინ დაგეთანხმათ ამაში? მე რომ გადავწყვიტო ახლა, კაცები რას და როგორ უნდა ფიქრობდნენ, მთლად ადეკვატური არ იქნება, ამიტომ თქვენ რომ დასხედით და გადაწყვიტეთ ქალები როგორ უნდა ვფიქრობდეთ, ვინმე ქალთან თუ გაიარეთ კონსულტაცია?

და მესამე, ამხელა გარიგებაში რომ შეხვედით და ძალიან სერიოზული რეპუტაციული ზიანისთვის რომ ხართ, ალბათ, მზად, რა სარგებელს იღებთ კორუფციული სქემებით ნაშოვნი მრავალმილიონიანი ქონების მფლობელი მაჟორიტარებისგან? რამე სარგებელი მაინც თუ გაქვთ და თუ შეგიძლიათ, რომ ღიად ისაუბროთ ამ საკითხზე, იმიტომ, რომ ჩვენთვის ყველასთვის ნათელია, რომ რეალურად მიზანი არის, ადგილობრივი ფეოდალებისთვის გათავისუფლდეს ადგილები სიაში, რომლებიც სხვაგვარად ვეღარ ეტევიან „ოცნების“ სიაში და ეს არის შესაძლებლობა შემოუაროთ კანონს და კონსტიტუციურ დანაწესს“, - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა რაქვიაშვილს.

ანა ნაცვლიშვილს კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ხაზარაძის პარტიის წევრისგან მსგავს კრიტიკას ვერ მიიღებს“.

„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.

საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, კვოტირების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S