Accentnews.ge
პრემიერი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან"

პრემიერი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან"

28/06/2024 11:10:59 პოლიტიკა

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან", – ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას ისაუბრა.

მან ჩინეთს, რომელიც საქართველოსთან მიმართებით გადადგმულ არამეგობრულ ნაბიჯებზე დუმილს ამჯობინებს, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "მოხარულია, რომ ანაკლიის პროექტი სწორედ ჩინური კომპანიის ჩართულობით განხორციელდება".

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. როგორც მოგეხსენებათ, გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და წელს გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგები სხვადასხვა მიმართულებით, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინურ მხარეს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასევე გაორმაგდა პირდაპირი ფრენები. საქართველოსა ჩინეთს შორის გაღრმავდა ეკონომიკური კავშირები, სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი. ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს. გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა ტურიზმის მიმართულებით. ძალიან ბევრ უმნიშვნელოვანეს პროექტშია ჩართული ჩინური მხარე, ჩართულები არიან ჩინური კომპანიები. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ორი ყველაზე მსხვილი პროექტი გავხსენით - ზესტაფონის შემოვლითი გზა და კობი-ქვეშეთის გვირაბი. ორივე პროექტი ჩინური კომპანიების წარმატებული ჩართულობით განხორციელდა. ამ მიმართულებით თანამშრომლობა რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ვახსენე ანაკლიის პროექტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩინური მხარის ჩართულობა, მათ შორის, ჩინური ტვირთის მოსაზიდად, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარება და მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი სწორედ ჩინური კომპანიის ჩართულობით განხორციელდება“, - განაცხადა პრემიერმა.

ამავე თემაზე: ჩინეთი საქართველოსთან მიმართებით გადადგმულ არამეგობრულ ნაბიჯებზე დუმილს ამჯობინებს

"გაკვეთილი მეზობლებისთვისაც": რას ამბობს სტრატეგიული პარტნიორის "დუმილი".

ომი კულისებში – ვისი დახმარებით მოუგო თბილისმა არაღიარებისთვის ბრძოლა მოსკოვს და არის რისკის ქვეშ ეს შედეგი?

მოსკოვის მადაზე ზემოქმედების პეკინის მოიმედეთა ილუზიები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S