08-01-2020 12:54:48 მსოფლიო
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების განცხადებით, ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად კანადის, ირანის, შვედეთის, ავღანეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მოქალაქეები დაიღუპნენ.
დაღუპულთა სია ასე გამოიყურება:
ირანში უკრაინის საელჩოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი ტექნიკური გაუმართავობა გახდა.
უკრაინული თვითმფრინავი, რომელიც რეისს თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა, იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ 2 წუთში ჩამოვარდა.
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ცნობით, მომხდარს ბორტზე მყოფი 176–ვე (167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი) პირი ემსხვერპლა.
უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამო პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ომანში ვიზიტი შეწყვიტა და ქვეყანაში ბრუნდება.
მომხდარის გამო უკრაინელ ხალხს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც მიუსამძიმრეს.