Accentnews.ge
პარლამენტის დელეგაცია 24 თებერვალს კიევში მიიწვიეს, “ოცნება” უარს აცხადებს

პარლამენტის დელეგაცია 24 თებერვალს კიევში მიიწვიეს, “ოცნება” უარს აცხადებს

20/02/2023 08:43:52 პოლიტიკა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის რადამ, სხვა ქვეყნებთან ერთად, კიევში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია.

ვაშაძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა.

"ეს წუთია გავიგე, რომ 24 თებერვალს, უკრაინის პარლამენტმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა და ამაზე ინფორმაცია ყველას დაგვიმალა!", - წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა და უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა ირაკლი ზარქუამ დაადასტურა ამიწვევის თაობაზე ინფორმაცია. როგორც ზარქუამ აღნიშნა, მიწვევის მიუხედავად, მათ უარი თქვეს ვიზიტზე.

„ჩვენ დიახ, მიწვეული ვართ 24 თებერვალს [უკრაინაში], ჩვენი დელეგაციის, ასე ვთქვათ, გარკვეული პირები, თუმცა ჩვენ უარს ვამბობთ. უკრაინის მაღალჩინოსნები, როდესაც მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როდესაც პატიმარ სააკაშვილს არაერთი მძიმე ბრალდება აქვს და მისჯილი აქვს, ასევე, ევროპული სასამართლოს მხრიდან, პოლიტპატიმარს უწოდებენ, მე მგონია, რომ არ ტოვებს ეს დიპლომატიური, ასეთი ურთიერთობების სივრცეს, ჩემდა სამწუხაროდ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S