მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარია, ოდინცოვოში კი სამშენებლო ბაზარი იწვის

25-05-2023 02:50:06 მსოფლიო

მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარია.

უცხოური მედიის მიერ ტელეგრამ-ჯგუფებში გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე დამწვარი პლასტმასის მძაფრი" სუნია.

თავდაცვის უწყებამ ხანძარი დაადასტურა, თუმცა ირწმუნება, რო ცეცხლი მხოლოდ ერთ-ერთი კაბინეტის აივანზეა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი და დამატებითი დეტალები უცნობია.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია მოსკოვის ოლქში არსებულ ხანძარზეც - ოდინცოვოში სამშენებლო ბაზარი იწვის. ხანძრის ფართობი 1200 კვ. მეტრია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები