20-10-2023 20:39:37 ანალიზი
როგორც ჩანს, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველ–რუს ოლიგარქად მოხსენიებული და სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სისხლის სამართლის საქმეს „თაროზე შემოდების“ პერსპექტივა აქვს. მსგავსი ეჭვები ბევრს გაუღრმავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებების შემდეგ, რომელმაც ერთთვიანი დუმილის შემდეგ რიგი დეტალები გაასაჯაროვა.
„რა დროს ფარცხალაძეა, იმდენი გამოწვევა არსებობს?!“– ასე დაიწყო საუბარი ჟურნალისტებთან სუს–ის უფროსმა, თუმცა დამაზუსტებელი კითხვების შემდეგ გაირკვა:
ამასთან დაკავშირებით უსაფრთხოების სპეციალისტი ბესიკ ალადაშვილი „აქცენტთან“ პრაქტიკაზე მიუთითებს:
„არ მახსოვს, შეერთებულ შტატებს ღიად ეთქვა საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე ან საქართველოში მოღვაწეზე, რომ ის არის ვინმეს აგენტი. როგორც ჩანს, აშშ–მა იმდენად საგანგაშოდ ჩათვალა მდგომარეობა, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგა. მეორეს მხრივ, სასამართლოს სჭირდება მტკიცებულება. მტკიცებულება კი შესაძლოა იყოს კონკრეტული აგენტის თუ რუსეთში მოღვაწე წყაროს ინფორმაცია, მაგრამ ამის გამხელის უფლება აშშ–ს არ აქვს“.
მსგავსი აქცენტირება ნიშანდობლივად მიაჩნია „სამოქალაქო იდეის“ მკვლევარს გიორგი შაიშმელაშვილს რამდენიმე გარემოების თვალსაზრისით:
შაიშმელაშვილის დაკვირვებით, ლილუაშვილი საზოგადოებრივი განწყობებით მანიპულირებს, ესმის რა, რომ მტკიცებულებებზე მითითებით იწვევს უარყოფით ემოციებს საზოგადოებაში აშშ–ს მიმართ: „თუ მეგობრები არიან, რატომ არ გვიზიარებენო“ – ასე „ლაგდება“ საშუალო სტატისტიკური ქართველის თავში, ხოლო „ოცნების“ ამომრჩევლის გონებაში – „ცალ ფეხზე არ ვიდგებით, მაღალი სუვერენიტეტი გვაქვს, გარედან ვერ მოგვახვევენ თავს, ჩვენ გადავწყვეტთ (რაზეც ხშირად ლაპარაკობენ ბოლო პერიოდში)...“.
ამრიგად, შაიშმელაშვილის დასკვნით, ლილუაშვილი ერთის მხრივ, აცნობიერებს, რომ პოლიტიკური გზავნილების თვალსაზრისით „მომგებიან სიტუაციაშია“, ხოლო მეორეს მხრივ, იცის, პრაქტიკაში მსგავსი რამ არ ხდება:
„და საერთოდაც, მეეჭვება, ასეთი წერილი სადმე გაეგზავნათ, დაიცინებოდნენ!“,– დასძენს მკვლევარი.
დეპუტატი თეონა აქუბარდია, რომელსაც პარლამენტში სუს–ის უფროსისთვის ღია და დახურულ ფორმატში კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა, „აქცენტთან“ ამბობს, რომ საქმე ეხება არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უნარს, გამოიძიოს მსგავსი ტიპის საქმეები, არამედ პოლიტიკურ ნებას:
ამდენად, თუ სუს–ი მეუბნება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესია პარტნიორებთან ურთიერთობის დაზიანება და შემდეგ იგივე სუს–ი მეუბნება, რომ ამერიკა აქ „გადატრიალებას“ აწყობდა, ეს ხომ ნათელი გზავნილია, თუ რა ინტერესებზეა საუბარი? ამდენად ერთია პოლიტიკური ნაწილი და მეორე – შინაარსობრივი. ნამდვილად არ ვაყენებ ეჭვქვეშ იმ ადამიანების პროფესიონალიზმს, რომლებიც თავიანთი მანდატის შესაბამისად მუშაობენ ოკუპაციის საკითხზე, მაგრამ როდესაც სუს–ის უფროსის პოლიტიკური განცხადება და ანგარიში ურთიერთწინააღმდეგობრივია, ცხადია, მთავარი პრობლემა პოლიტიკაა“.
შაიშმელაშვილი იზიარებს შეფასებებს ერთის მხრივ, საგამოძიებო მოქმედებების დაგვიანების, მეორეს მხრივ, გამოძიების ფორმალურად წარმართვის თაობაზე, დარწმუნებულია რა, რომ „მფარველის არარსებობის“ პირობებში, რამდენიმე გარემოება აუცილებლად მიიქცევდა შესაბამისი უწყებების ყურადღებას, მათ შორისაა ტოტალური ფარული მიყურადება, რის გამოც ხშირად არის სუს–ი კრიტიკის სამიზე:
მისთვის სადღეისოდ საკითხი ამგვარად დგას: „რუსები ფარცხალაძეზე დამოუკიდებლად გავიდნენ და კიდევ ერთი აქტორი გააჩინეს მისი სახით? რისი ალბათობაც დაბალი მგონია, რადგან ის მჭიდროდ იყო მიბმული ივანიშვილზე; მეორე – როგორც ჩანს საქართველო რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების ადგილი ხდება. როგორც ჩანს, რუსებისგან იყო მოთხოვნა და ივანიშვილმა გამოყო ფარცხალაძე, როგორც ყველაზე ერთგული, რომელიც ამ საქმეს შეასრულებდა. ეს ალბათობა უფრო მაღალი მგონია“.
შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ფარცხალაძის „ქეისი“ ძალიან ბევრი რამის ინდიკატორია და განსაკუთრებით ორი რამის გამოა საგანგაშო:
შაიშმელაშვილის ანალიზის მიხედვით, 2008 წლის შემდეგ საქართველო „გადარჩა“ იმის წყალობით, რომ მათ შორის, ახალმა ხელისუფლებამ „რაღაც ეტაპამდე“ არ დაუშვა რუსული გავლენის „შეჟონვა“ სახელმწიფო ინსტიტუტებში. ეს კი თავისთავად ორ რამეს გულისხმობდა: კორუფციის და პირდაპირი მნიშვნელობით სპეცსამსახურების არშეშვებას, რადგან „თუ შედის კორუფცია, იქვე აუცილებლად ჩნდება რუსული სპეცსამსახურიც“.
„არ ვიცი, ამათ პირველი რომელი დაემართათ – სიხარბით ფულს მოკიდეს ხელი და შემდეგ რუსები შემოუშვეს, თუ პირიქით, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ვინაიდან ამ ფრონტზე ვაგებთ, ეს ნიშნავს, რომ ერთ დღესაც რუსეთმა აქ კონვენციური ოპერაციის ჩატარება რომ გადაწყვიტოს... მაგალითად, რატომ ვეჭვობდით, რომ 190 000–იანი დაჯგუფებით ომი არ დაიწყებოდა [უკრაინაში] ? რუსებს მანამდე ჰქონდათ დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც ჩაუვარდათ. ეს გულისხმობდა ადგილობრივი ელიტების მოსყიდვას. ეს ეტაპი, რომელსაც მაფორმირებელი, გნებავთ ჰიბრიდული ომის ერთი ფაზა შეიძლება ვუწოდოთ, რუსეთს საქართველოში წარმატებით აქვს დასრულებული!“