Accentnews.ge
პაპუაშვილი – "3+3"-ის ფორმატში მონაწილეობაზე: საქართველოს პირობები ცნობილია და ეს არის ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია

პაპუაშვილი – "3+3"-ის ფორმატში მონაწილეობაზე: საქართველოს პირობები ცნობილია და ეს არის ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია

24/10/2023 15:47:52 პოლიტიკა

"ფორმატი, სადაც წარმოდგენილია ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობა გამორიცხულია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების კომენტარებისას განაცხადა.

როგორც შალა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პირობები ცნობილია და ეს არის ტერიტორიების დეოკუპაცია.

„პირველი ნაბიჯია - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება გვესმის. ჩვენი პოზიცია მათთვისაც ცხადია. სიმბოლიზმები და რიცხვების დასახელება მხოლოდ გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს ცალკეული ჯგუფებისთვის. ჩვენ ამას მშვიდად ვუდგებით იმ მხრივ, რომ ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს დეოკუპაცია”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თვლის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ქვეყნის "3+3" ფორმატში ჩაბმის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ მან "3+3" პლატფორმის ბოლო, თეირანში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ყველა მონაწილე ეთანხმება იმას, რომ საქართველოსთვის ჩვენი კარი ღია რჩება. ვაცნობიერებთ იმ მიზეზებს, რომელთა გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერჯერობით თავს იკავებს ჩვენს ფორმატში ჩაბმისაგან, თუმცა ვაფასებთ, რომ თბილისი უშვებს შესაძლებლობას, ეს მომავალში გააკეთოს. ნებისმიერ პირობებში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ყველა თავის ქმედებაში ერვონული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, რაც არაერთხელ დაამტკიცა. ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ექვსეული - "3+3" სრულფასოვნად შეიძლება, უკვე უახლოეს ხანებში ამოქმედდეს" - განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის: ირანში დაგეგმილ "3+3" ფორმატის შეხვედრაში საქართველომ მონაწილეობა არც ამ ჯერზე მიიღო.

საქართველო "3+3" ფორმატის შეხვედრებში არ მონაწილეობდა. როგორც ფორმატის ჩამოყალიბების დროისთვის ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, საქართველო ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან ერთობლივ ვერც ერთ ფორმატში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გამო.

ამავე თემაზე:

რუსეთი კვლავ აქცენტირებს საქართველოსთვის არასაჭირო ფორმატზე: ვის ინტერესშია "3+3" ომის ფონზე

საქართველოს პრემიერ- მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე: "კარასინის შემოთავაზებაზე ჩემი პასუხი იყო, რომ "3+3" ფორმატში ჩვენ მონაწილეობას არ ვგეგმავთ".

საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო: "მოსკოვში "3+3" ფორმატში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც მიუღებელია ჩვენთვის, გვქონდა რეაგირება".

სახელმწიფო დეპარტამენტი – "3+3"-ზე: „გარე აქტორები რეგიონში თავიანთი დღის წესრიგის დამკვიდრებას არ უნდა შეეცადონ“.

ოსტინი - "3+3"-ზე: "რუსეთი პატივს უნდა სცემდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S