Accentnews.ge
"კარასინის შემოთავაზებაზე ჩემი პასუხი იყო, რომ "3+3" ფორმატში ჩვენ მონაწილეობას არ ვგეგმავთ"

"კარასინის შემოთავაზებაზე ჩემი პასუხი იყო, რომ "3+3" ფორმატში ჩვენ მონაწილეობას არ ვგეგმავთ"

21/12/2021 12:25:49 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ- მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ "3+3" ფორმატზე რუს კოლეგა გრიგორი კარასინს 21 ნოემბერს გამართულ ონლაინ–შეხვედრის დროს ესაუბრა და აცნობა, რომ ქართული მხარე ამ ფორმატში მონაწილეობას არ გეგმავდა.

"ამ ფორმატის თემა ჩვენ შეხვედრაზეც გაჟღერდა, 21 ნოემბერს გვქონდა ჩვენ ონლაინ შეხვედრა და ჩემს პრესრელიზშიც ითქვა ამაზე, რომ ჩემმა რუსმა კოლეგამ [რუსეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი] საქმის კურსში ჩამაყენა, რომ მოსკოვში იგეგმებოდა 10 დეკემბერს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მოადგილეების დონეზე და რომ იქ ელიან საქართველოს წარმომადგენლებსაც, ჩემი პასუხი იყო, რომ ამ ფორმატში ჩვენ მონაწილეობას არ ვგეგმავთ, ეს იყო და ეს, სხვა საუბარი არ ყოფილა,"- განაცხადა აბაშიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S