ოსტინი - "3+3"-ზე: "რუსეთი პატივს უნდა სცემდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს"

18-10-2021 15:12:56 პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ რუსეთმა ჯერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და შემდეგ ისაუბროს ახალი ფორმატების შექმნაზე. ასე უპასუხა მან საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე კითხვას "3+3" ფორმატის შესახებ.

„3+3" ფორმატს რაც შეეხება, ამ საკითხზე მე უბრალოდ აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით გათვალისწინებულ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“,- განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები