მედია: ჩინეთმა საბოლოოდ გააძევა რუსეთი ერთობლივი საავიაციო პროექტიდან

06-11-2023 17:00:59 მსოფლიო ,ეს საინტერესოა

რუსეთის მცდელობა, მოლაპარაკებოდა ჩინეთს საავიაციო სფეროში თანამშრომლობაზე, რათა ერთად შეექმნათ საბჭოთა კავშირის შემდეგ პირველი დიდი ზომის თვითმფრინავი, წარუმატებლად დასრულდა,– იუწყება "მოსკოვ თაიმსი". ჩინეთმა საბოლოოდ გამოთიშა რუსი პარტნიორები CR929 ავიახაზების პროექტიდან, რომელიც 2017 წლიდანაა შემუშავებული და გეგმავს, შექმნას Boeing-ისა და Airbus-ის კონკურენტი.

South China Morning Post-ის ცნობით, თვითმფრინავის ჩინელმა დეველოპერმა, Commercial Aircraft Corporation of China (COMAC), შეწყვიტა რუსეთის ხსენება, როგორც პროექტში მონაწილე ქვეყნის და ახლა 280–მგზავრიან თვითმფრინავს ავითარებს როგორც ექსკლუზიურად ჩინურ პროექტს.

გამოცემა მიუთითებს, რომ Comac Qi Xuefeng-ის ვიცე-პრეზიდენტმს, რომელმაც ისაუბრა ჩინეთის საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (CATA) კონფერენციაზე, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს პროექტში რუსეთის მონაწილეობის შესახებ. მან გამოაცხადა „პროგრესი“ ლაინერის შემუშავებაში, რომლის ღირებულებაც 50 მილიარდ დოლარად შეფასდა.

არც მანამდე, სექტემბერში CR929-ის სპეციალური ლაბორატორიის ამუშავების დროს ყოფილა საუბარი რუსეთის შესახებ, – წერს SCMP. შემდეგ COMAC-მა განაცხადა, რომ ჩინეთმა მიაღწია „ტექნოლოგიურ თვითკმარობას“ და „დამოუკიდებელ ინოვაციური შესაძლებლობებს“. არაფერი უთქვამთ რუსეთის გაერთიანებული საავიაციო კორპორაციის პროექტში მონაწილეობის შესახებ, რომელსაც თავდაპირველად უნდა შეექმნა გეგმა და სურდა, მონაწილეობა მიეღო ძრავების განვითარებაში.

გამოცემა იხსენებს, რომ 2023 წლის ზაფხულში, ლე–ბურჟეს ავიასალონში ახალი თვითმფრინავი ასევე წარმოდგენილი იყო, როგორც ჩინეთის პროდუქტი, თუმცა თვითმფრინავის CR აბრევიატურასაც უნდა განესახიერებინა პროექტში მონაწილე ქვეყნები (C - ჩინეთი, R - რუსეთი). ახლა R თვითმფრინავის სახელწოდებიდან ამოიღეს და COMAC მას წარმოადგენს როგორც C929–ს.

ლაინერის, რომელმაც წელს პირველი ფრენა განახორციელა, შექმნაში რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებული პრობლემები პირველივე წლებიდან დაიწყო. COMAC-მა უარი თქვა რუსეთს მიეღო შემოსავალი თვითმფრინავების ჩინეთის შიდა ბაზარზე გაყიდვიდან. ამის ნაცვლად, UAC-ს შესთავაზეს გლობალური გაყიდვების გაზრდილი წილი (70%). მაგრამ სწორედ ჩინეთში იყო მოსალოდნელი მოთხოვნა თვითმფრინავზე, ხოლო მისი გლობალური პერსპექტივები – გაურკვეველი.

2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების და რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ დასავლური სანქციების შემოღების შემდეგ, ჩინეთმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა ყველა რუსულ წარმოებაზე CR929-ში და ჩაენაცვლებინა ისინი დასავლურით. მაგალითად, COMAC-მა დაჟინებით მოითხოვა გერმანული და ამერიკული კომპონენტების გამოყენება, გადაწყვიტა Rolls-Royce–ს და General Electric–ს ჩართვა ძრავის განვითარებაში, თუმცა რუსეთი იმედოვნებდა მონაწილეობას პროექტის ამ ნაწილში.

რუსეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა გასული წლის ივნისის ბოლოს ფორუმზე "მომავლის ინჟინრები" აღიარა, რომ პროექტი "პრინციპში, არ მიდის იმ მიმართულებით, რომელიც რუსეთს სწყობს".

„რადგან ჩინეთი ხდება ინდუსტრიული გიგანტი, ის სულ უფრო ნაკლებად ინტერესდება ჩვენი მომსახურებით. ჩვენი მონაწილეობა სულ უფრო და უფრო მცირდება“, - ჩიოდა ბორისოვი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები