
რუსეთში, რიაზანის სიახლოვეს რკინიგზაზე აფეთქება მოხდა, ლიანდაგიდან 19 ვაგონია გადასული
11/11/2023 11:13:47 მსოფლიო
რუსეთში, რიაზანის ოლქში ლიანდაგიდან სატვირთო შემადგენლობის 19 ვაგონი გადავიდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი აფეთქებაა, რომელიც რიბნოე-ბლოკპოსტის მონაკვეთზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სარკინიგზო შემადგენლობით მინერალური სასუქები გადაჰქონდათ. როგორც რუსეთის რკინიგზის პრესსამსახურში აცხადებენ, ინციდენტი მიზეზი "უცხო პირთა ჩარევაა".
ინციდენტის შედეგად მემანქანის თანაშემწე დაშავდა.