27-11-2023 14:32:19 მსოფლიო ,ეს საინტერესოა
Photo Credit: Claude AI Info
შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და 15 სხვა ქვეყანამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რათა დაიცვან მომხმარებლები ხელოვნური ინტელექტის (AI) ბოროტად გამოყენებისგან.
20 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 27 ნოემბერს, რეკომენდაციებს გასცემს ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს, რათა დაიცვან AI–ს სისტემები თავდამსხმელებისგან.
კერძოდ, კომპანიებს, რომლებიც ავითარებენ AI-ს, რეკომენდაციას აძლევენ, გახადონ ეს სისტემები „სტრუქტურულად უსაფრთხო“, რათა არ ისარგებლონ კიბერდამნაშავეებმა და თავიდან აიცილონ მომხმარებლის პირადი მონაცემების მესამე მხარეების ხელში აღმოჩენა.
ამავდროულად, პოტენციური რისკები გასათვალისწინებელია AI-სთან მუშაობის ყველა ეტაპზე, ნათქვამია ხელშეკრულებაში: შემუშავების, განხორციელების, ექსპლუატაციისა და მომსახურების ეტაპებზე.
”AI სისტემები ექვემდებარება ახალ მოწყვლადობას, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული კიბერუსაფრთხოების სტანდარტულ საფრთხეებთან ერთად. როდესაც განვითარების ტემპი მაღალია - როგორც ეს ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაშია - უსაფრთხოება ხშირად შეიძლება, ჩამორჩებოდეს. თუმცა, უსაფრთხოება ფუნდამენტური მოთხოვნა უნდა იყოს არა მხოლოდ განვითარების ეტაპზე, არამედ სისტემის მთელი საარსებო ციკლის განმავლობაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
გაიდლაინები არ არის სავალდებულო, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ 18 ქვეყნის შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აშშ-ის კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის ჯენ ისტერლის თქმით, ეს დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები „არ არის მხოლოდ ეფექტური ფუნქციები, რომლებიც შეიძლება, სწრაფად გამოვიდეს ბაზარზე“ - მათი განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი უსაფრთხოებაა.
მანამდე ევროკავშირმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ, ისევე როგორც დიდი IT კონცერნის წარმომადგენლებმა, მათ შორის ChatGPT Open AI-ის შემქმნელი კომპანიის მენეჯერებმა და Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა, მოაწერეს ხელი დეკლარაცია, რომლითაც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების უსაფრთხო განვითარებისა და დანერგვისკენ მოუწოდეს.