20-12-2023 14:26:41 ანალიზი
აშშ-ის კონგრესმა ცოტა ხნის წინ 2024 საფინანსო წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ კანონი მიიღო, რომელშიც თავდაცვის ხარჯები 886 მლრდ დოლარითაა განსაზღვრული. დოკუმენტი ხელმოსაწერად გადაეგზავნა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელმაც აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს შავი ზღვის რეგიონისა და მისი სახელმწიფოების მიმართ უწყებათაშორისი სტრატეგიის შემუშავება უნდა დაავალოს.
დოკუმენტის 1247 თავი („შავი ზღვის უსაფრთხოებისა და განვითარების სტრატეგია“) მოიცავს პუნქტებს, რომლებიც უკრაინას, ნატო-სა და რუსეთის აგრესიას შეეხება. კერძოდ, საუბარია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების, მათი ენერგუსაფრთხოებისა და დემოკრატიული მედეგობის ხელშეწყობის, ამ მიზნით ნატო-სა და ევროკავშირთან კოორდინაციისა და უსაფრთხოების სფეროში რეგიონული პარტიორებისთვის დახმარების გაფართოების აუცილებლობაზე.
შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარების ამერიკული სტრატეგია უნდა მოიცავდეს, კერძოდ, შემდეგ პუნქტებს:
ამგვარად, ახალი ამერიკული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოებების პრაქტიკულად ყველა მეტ-ნაკლებად მოწყვლად სფეროს მოიცავს. ამ დოკუმენტის მეშვეობით, ყველაფერთან ერთად, 2025-2026 წლებში რეგიონის საჭიროებებისთვის აშშ-ის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფაც გამარტივდება.
ანალიტიკოსების აზრით, ახალი ამერიკული სტრატეგია უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვისაც მათი უსაფრთხოების განმტკიცებისა და როგორც პირდაპირი, ისე ჰიბრიდული რუსული აგრესიისგან თავდასაცავად.
როგორც დასავლელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გავლენა იქონია აშშ-ის გადაწყვეტილებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია შეემუშავებინა: შავი ზღვა ხომ რეგიონის გულია, შავიზღვისპირეთი ევროპას აზიასთან აკავშირებს, სტრატეგიული ხედვის არარსებობა კი გარკვეულწილად ასუსტებდა რეგიონში აშშ-ის პოზიცებს.
ამასთან, ანალიტიკოსები თვლიან, რომ აუცილებელია, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებმა თავადაც მიიღონ საზღვაო უსაფრთხოების სტრატეგიები და განაახლონ კანონმდებლობები ეროვნული უსაფრთხოების მიმათულებით, ისევე, როგორც სტრატეგიული დაგეგმვის შესახებ დოკუმენტები, რომლებიც უკრაინის მიმართ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიამდე, ანუ სრულიად განსხვავებულ პირობებში იყო მიღებული, რათა შესაძლებელი გახდეს ძალისხმევის სინქრონიზება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების დასაცავად და განსავითარებლად.