Accentnews.ge
კონფლიქტის შემდგომ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ბლოკადა დასრულებულია: ცხინვალის რეგიონთან მიმოსვლა აღდგა

კონფლიქტის შემდგომ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ბლოკადა დასრულებულია: ცხინვალის რეგიონთან მიმოსვლა აღდგა

15/03/2019 17:34:42 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან დე ფაქტო საზღვარზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტებზე მიმოსვლა დღეს, დილის 06:00 სთ–დან აღდგა.

როგორც ოსურ დე ფაქტო სუს–ში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება „საქართველოს ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით“ იქნა მიღებული.

დე ფაქტო საზღვარზე მიმოსვლა მიმდინარე წლის 11 იანვარს შეწყდა. მიზეზად ოსურმა მხარემ „საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ღორის გრიპის გარცელება" დაასახელა. 

ე.წ. "კარანტინი" 2 თვესა და 4 დღეს გრძელდებოდა და ყველაზე ხანგრძლივი იყო კონფლიქტის შემდგომ ისტორიაში. 

«ჯერ არასდროს ყოფილან ადგილობრივები ამდენი ხნის განმავლობაში მოწყვეტილები საქართველოში მცხოვრებ ნათესავებს, მედიკამენტებს, მაღაზიებს – ყველაფერს, რასთანაც ეს გზა გვაკავშირებს. არადა, საზღვრის თუნდაც ორი-სამი დღით დახურვაც კი აქაურებში ყოველთვის შფოთვას იწვევს. არ იყო შესაძლებლობა, ადგილობრივი ავადმყოფებისთვის საქართველოდან წამლები გადმოეცათ. იქაური ნათესავები მედიკამენტების ზემო ლარსით გადმოცემას ცდილობდნენ, თუმცა ეს საკმაოდ რთული განსახორციელებელია. ამ ორი თვის განმავლობაში კარანტინის მოხსნას რამდენჯერმე გვპირდებოდნენ, მათ შორის – თებერვლის დასაწყისში, როცა პრეზიდენტი ბიბილოვი შვებულებიდან უნდა დაბრუნებულიყო. თებერვლის შუა რიცხვებისთვის საქართველოში გრიპისა და წითელას ეპიდემიები ჩაცხრა, თუმცა საზღვარი მაინც არ გახსნეს. ხალხმა ირწმუნა ჭორად მოარული ხმების, რომ ეს კარანტინი რეალურად, პოლიტიკური ნაბიჯი იყო, ხოლო თუ პარლამენტის სპიკერ პეტრე გასიევის ამასწინანდელ იდეასაც გავიხსენებთ საზღვრის სამუდამოდ ჩაკეტვის შესახებ, გასაგები ხდება, რა განწყობები სუფევდა ხალხში. მერე ამბობდნენ, საზღვარს 1 მარტს გახსნიანო, ბოლოს – 11 მარტს. როდესაც კარანტინი არც 11 მარტს მოიხსნა, ხალხმა საზღვრის გახსნის იმედი საბოლოოდ დაკარგა. პოლიტიკურად გათვითცნობიერებული ამხანაგები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვარი [საპარლამენტო] არჩევნების წინ გაიხსნებოდა. თუმცა, მადლობა ღმერთს, ახლა იხსნება” - ამბობს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტითამარ მეარაყიშვილი.

ე.წ. კარანტინი სწრაფად შემოიღეს - პირველი განცხადებიდან სულ რამდენიმე საათში, ამდენად, ახალგორის რაიონისა და მოსაზღვრე სოფელ წინაგარის 200-მდე მკვიდრმა ოკუპირებული რეგიონის დატოვება ვერ მოასწრო.

საუბარია ძირითადად სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც რაიონში ზამთრის არდადეგებზე იყვნენ ჩასულები. დე ფაქტო სუს-ის გადაწყვეტილებით, სამი დის განმავლობაში - 20-22 თებერვალს მათთვის დე ფაქტო საზღვარი გახსნეს, ქართულ მხარეს გადაშვებამდე ვაქცინაციაც ჩაუტარეს და ორკვირიანი საინკუბაციო პერიოდი გაავლევინეს.

აი, ახალგორელი დასაქმებულებისთვის კი მსგავსი შეღავათები არ გაუწევიათ და მათმა იმ ნაწილმა, რომელმაც ე.წ. კარანტინის გამოცხადების მიუხედავად, შაბათ-კვირას წეროვანში გასვლა გადაწყვიტა, ორი თვე აუნაზღაურებელ გაცდენაში გაატარა.

«საბიუჯეტო დაწესებულებების ასამდე თანამშრომელი წეროვანში დარჩა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი უმრავლესობა ერთზე მეტ საშტატო თანამდებობაზე მუშაობს, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ ორი თვის განმავლობაში რაიონში 200-მდე საშტატო ერთეული თავისუფალი იყო. შემიძლია, მოვიყვანო არაერთი მაგალითი იმისა, როგორ გააფორმეს მათ ადგილებზე ადამიანები, რომლებიც ვითომდა მათ მოვალეობას ასრულებდნენ. ჩემი უხეში გათვლით, საუბარია ჯამში 2 მლნ რუბლამდე ხელფასებზე. ეს თანხა გამოიწერა, მაგრამ შესაბამისი სამუშაო არავის შეუსრულებია და, დიდი ამბათობით, ეს ფული არა რიგითი თანამშრომლების, არამედ ხელმძღვანელთა ჯიბეებში დაილექა» - ყვება თამარ მეარაყიშვილი.

ე.წ. კარანტინის დასრულებას კიდევ ერთი გარემოება უკავშირდება: 4 თებერვალს ოსურმა სუს-მა დე ფაქტო საზღვრის კვეთის ახალი წესის შესახებ განაცხადა, რომელიც მიმოსვლის აღდგენისთანავე უნდა შესულიყო ძალაში.

ამ ცვლილების თანახმად, რაზდახანის” (ოსური სახელწოდება) გამშვებიპუნქტის გავლა მხოლოდ საშვებით არის შესაძლებელიმათ შორის - “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვისაც”,რომლებიც აქამდე დე ფაქტო საზღვარს ოსური “პასპორტებით” კვეთდნენ.

დადგენილია ორკვირიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლკის მოქალაქეებს დადგენილი სახის საშვების მიღება შეეძლებათ” - განაცხადეს მაშინ ოსურ დე ფაქტო სუს-ში.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S