რუსეთი სომხეთის ძალისხმევას, გაარკვიოს, რა ფუქცია აქვს  ОДКБ–ს ერევანთან მიმართებით, "შეურაცხყოფად" აღიქვამს და "შეშფოთებულია"

13-03-2024 21:24:02 კავკასია

რუსეთი სომხეთის მცდელობას, გაარკვიოს, რა ფუქცია აქვს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) ერევანთან მიმართებით, "შეურაცხყოფად" აღიქვამს და "შეშფოთებულია". ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ისაუბრა.

“არაფერი შეგვიძლია გარდა იმისა, რომ შეშფოთებულები ვიყოთ სომხეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ულტიმატუმებითა და ზოგჯერ, შეურაცხმყოფელი რიტორიკით. დამაბნეველია სომხური ელიტის ნაწილის მუდმივი სურვილი, განიხილოს თავი ОДКБ–ს ფარგლებს მიღმა”, - თქვა ზახაროვამ, რომელმაც თავს არაერთგზის მისცა უფლება სომხეთის პრემიერ–მინისტრი და ზოგადად პოლიტიკური ხელმძღვანელობა უტაქტოდ ეხსენებინა.

ზახაროვამ "ურჩია" ერევანს, გამოიყენოს რუსეთთან "კომუნიკაციის ორმხრივი არხები" და ისაუბრობს ორგანიზაციის შიგნით.

სომხეთი დატოვებს თავდაცვის კოლექტიურ ორგანიზაციას (ОДКБ) თუ კი ის უპასუხოდ დატოვებს სომხეთის კითხვებს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით,– თქვა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ჩვენ მოვითხოვთ და ველოდებით, რომ ჩვენმა პატივცემულმა პარტნიორებმა ორგანიზაციაში გვიპასუხონ კითხვაზე, როგორია ОДКБ-ს პასუხისმგებლობის ზონა სომხეთში?",- განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერის თქმით, გასულ წლებში რუსეთი ირწმუნებოდა, რომ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმაზე "წითელი ხაზი" იყო, რასაც მკაცრი რეაქცია მოჰყვებოდა,"მაგრამ, 2021 წლის მაისში აზერბაიჯანის თავდასხმის დროს, როდესაც დავაფიქსირეთ, რომ წითელი ხაზი გადაკვეთილია ОДКБ-ს განაწესში გაწერილი ზომები არ მიუღია",- ამბობს ფაშინიანი.

სწორედ ამ მოვლენების შემდეგ გახდა საჯარო სომხეთის უკმაყოფილება რუსეთის და ОДКБ-ს მისამართით.

ფაშიანიანის თქმით, თუ სომხეთი მიიღებს დამაკამყოფილებელ პასუხს პრობლემები მოგვარდება - წინააღმდეგ შემთხვევაში, "სომხეთის რესპუბლიკა გამოვა ОДКБ-დან, როდის ამას ვერ გეტყვით."

სომხეთი ფორმალურად კვლავ რჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრად, თუმცა უარი თქვა მთელ რიგ აქტივობებში მონაწილეობაზე. მაგალითად, უარი თქვა ორგანიზაციის ფარგლებში თავის ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარებაზე, ხოლო გასულ წელს ერევანში გამართულ სამიტზე ხელი არ მოაწერა ერთობლივ დოკუმენტებს. მან ღიად გააკრიტიკა ორგანიზაცია არაეფექტურობისთვის.

თებერვლის ბოლოს ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთმა გაყინა ორგანიზაციაში წევრობა. ამასთან, მისი თქმით, ორგანიზაცა თავად ქმნის უსაფრთხოების კუთხით გამოწვევებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები