Accentnews.ge
დაპირისპირებული ბანაკები აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობის მისაღწევად გაერთიანებაზე მუშაობას იწყებენ

დაპირისპირებული ბანაკები აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობის მისაღწევად გაერთიანებაზე მუშაობას იწყებენ

16/03/2019 11:41:43 კონფლიქტები

აფხაზური ეკლესიის ურთიერთდაპირისპირებული ბანაკები - «აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია» და «სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქია» «აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის» მისაღწევად გაერთიანების გზებს ეძებენ. 8 მარტს ახალ ათონში ერთმანეთის მიყოლებით ორი მოვლენა მოხდა: ე.წ. «აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის» საბჭომ სხდომა გამართა, რომლის დასრულების შემდეგ მისი წარმომადგენლები «სოხუმ–ბიჭვინთის ეპარქიის» დელეგატებს შეხვდნენ.

საუბარი «განხეთქილების დაძლევისა და გაერთიანების აუცილებლობას» შეეხებოდა «სამომავლოდ აფხაზური მართლმადიებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის მისაღწევად».

მთავარ განსახილველ საკითხს «სოხუმ–ბიჭვინთის ეპარქიის» წარმომადგენლებისთვის ახალი ათონის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების შესაძლებლობის მინიჭება წარმოადგენდა, რაც ეპარქიის ხელმძღვანელის, მამა ბესარიონის (აპლია) დაჟინებული მოთხოვნაა.

განიხილა რა ეს საკითხი, საბჭომ ერთიანი მიდგომა ჩამოაყალიბა და შეიმუშავა წინადადება, რომელიც «აფხაზეთის წინდა მიტროპოლიის» ხელმძღვანელმა, არქიმანდიტრმა დოროთემ (დბარი) გააჟღერა:


 

ჩვენ მზად ვართ, სოხუმ–ბიჭვინთის ეპარქიასთან ერთობლივი განცხადება გავაკეთოთ იმის შესახებ, რომ პრინციპში, ყველანი ვემხრობით აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის მიღწევის მიზანს, ხოლო ის ერთადერთი, რაც გვყოფს, ამ მთავარი, საკვანძო საკითხის გადაჭრის გზებია. იმისათვის, რომ ამ მიზნის მიღწევის გზებზე ჩამოვყალიბდეთ, მოდით, შევქმნათ კომისია აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიისა და სოხუმ–ბივინთის ეპარქიის წარმომადგენლების მონაწილეობით, რათა დეტალურად განვიხილოთ ყველა ეს საკითხი. თუ სოხუმ–ბიჭვინთის ეპარქიას სურს, ერთად ვიმსახუროთ ახალი ათონის მონასტერში, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თუმცა მათისევე, როგორც ყოველთვის, ახლაც მოახდინეს იმის კონსტატაცია, რომ ვერ იმსახურებენ ჩემთან ერთად იმის გამო, რომ მე განკვეთილი ვარ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვაცხადეთ: ვინაიდან მე და მამა ანდრა 2011 წელს აფხაზი სასულიერო პირების მიმართვის საფუძველზე განგვკვეთეს (იქ 19 სასულიერო პირის ხელმოწერა იყო დაფიქსირებული), სოხუმ–ბიჭვინთის ეპარქიამ განმეორებით უნდა მიმართოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, მის შესაბამის სტრუქტურებს, რათა ეს აკრძალვა მომეხსნას. და ეს ჩემი მონაწილეობის გარეშე უნდა გაკეთდეს, რადგან მე შენდობის თხოვნას ნამდვილად არ ვაპირებ – არ ვთვლი, რომ გზა, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვიარე, მცდარი იყო“.

საბოლოო ჯამში, «აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის» საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა ერთობლივი ღვთისმსახურებისთვის, თუმცა კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს ახალი ათონის ტერიტორიაზეერთდროულად და ცალ-ცალკე ამ ორი ბანაკის წარმომადგენლების მსახურებას, რადგან მისი «მრევლის თვალში სასულიერო ცხოვრების რეალიზების მსგავსი ფორმა სრულიად მიუღებია».

მე არ ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ ზამთრის პერიოდში, სანამ ჩვენ მონასტრის ცენტრალურ ტაძარში ღვთისმსახურებას არ აღვავლენთ, იქ სოხუმ–ბიჭვინთის ეპარქიის რომელიმე წარმომადგენელმა იმსახუროს. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ამ პერიოდში ღვთისმსახურებას წმინდა ანდრას სახელობის ტაძარში გავაგრძელებთ. თუმცა საბოს ყველა დანარჩენმა წევრმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ისინი თვლიან, რომ მსგავსმა პრეცედენტმა შესაძლოა, თავად ჩვენი მიტროპოლიის შიგნით მთელი რიგი არასასიამოვნო მოვლენები გამოიწვიოს. კერძოდ, თუ ჩვენ ვიმსახურებთ ერთ ტერიტორიაზე და ყველა კუთხით შეხება მოგვიწევს ერთმანეთთან, ისევე, როგორც ჩვენს მრევლს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში სოხუმ–ბიჭვინთის ეპარქიისა და მისი მრევლის მხრიდან, ჩვენგან განსხვავებით, არაერთგზის ჰქონია ადგილი აგრესიულ ქმედებებს, ერთ ტერიტორიაზე ერთდროულად და ცალ–ცალკე მსახური საბჭოს წევრებმა დაუშვებლად მიიჩნიეს. და მეორე საკვანძო მომენტი, რის გამოც ისინი ამას ეწინააღმდეგებიან: როდესაც ერთ და იგივე ტერიტორიის ფარგლებში ერთი საეკლესიო ორგანიზაცია ერთ ტაძარში აღავლენს მსახურებას, მეორე – მეორეში, ერთის მრევლი აქ დგას, მეორესი – იქ, ეს არა გაერთიანებას, არამედ საბოლოო დაყოფას უფრო ჰგავს და შეიძლება, კიდევ უფრო მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს“,– განმარტა საბჭოს პოზიცია დოროთე დბარმა.

საბჭოს მუშაობის დასრულების შემდეგ ახალ ათონში «სოხუმ–ბიჭვინთის ეპარქიის» საეკლესიო საბჭოს წარმომადგენლები, ასევე ცნობილი პოლიტიკოსი, «სოხუმ–ბიჭვინთის ეპარქიის» საბჭოს საერო წევრი სერგეი შამბა ჩავიდნენ. დაიწყო დისკუსია აფხაზეთის სასულიერო ცხოვრებაში არსებული მდგომარეობის შესახებ. განხილულ იქნა «აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის» საბჭოს წინადადებაც ერთობლივი კომისიის ჩამოყალიბების თაობაზე. ამ უკანასკნელმა ნაწილობრივი მხარდაჭერა მოიპოვა.

ჩემი აზრით, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია ერთიანი უნდა იყოს და მოსაძებნია გზები სადღეისოდ არსებული ვითარების დასაძლევად. დაშვებულ იქნა ბევრი შეცდომა, თუმცა ყოველთვის არსებობს გამოსავალი ჩიხური სიტუაციიდან და მე ამ გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ მხარეები ერთიანი აფხაზური მართლმადიდებელი ეკლესიის ირგვლივ გაერთიანდნენ. ერთობლივი კომისია უნდა დაჯდეს და შესაბამისი მოდელი მოძებნოს, მოამზადოს მასალები შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად, თორემ ასე ვხვდებოდეთ ერთმანეთს ყოველ ჯერზე, როდესაც აზრთა სხვადასხვაობა იჩენს თავს, შედეგს ვერ გამოიღებს. შედეგი მაშინ იქნება, როდესაც ჩატარდება სიღრმისეული ანალიზი და მომზადდება სერიოზული წინადადებები ვითარების ჩიხიდან გამოსაყვანად“,– განაცხადა სერგეი შამბამ.

იგი არ არის დარწმუნებული, რომ ერთობლივი კომისიის შექმნის წინადადება აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ცალსახად იქნება მხარდაჭერილი, თუმცა პირობა დადო, რომსაბჭოს შეთავაზებას ბესარიონ აპლიას პირადად გადასცემს.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S