მედია: სანქციების გამო რუსეთის უმსხვილესი LNG პროექტი შეჩერდა

02-04-2024 22:41:33 მსოფლიო

რუსული "ნოვატეკის" მცდელობა, მიუხედავად ნოემბერში დაწესებული ამერიკული სანქციებისა, გაეგრძელებინა 25 მილიარდი დოლარის ღირებულების "Arctic LNG 2" პროექტის განხორციელება, წარუმატებელი აღმოჩნდა. კომპანიამ ვერ შეძლო თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტზე გატანა, როგორც ეს ჰქონდა დაგეგმილი და ახლა მან წარმოება მთლიანად შეწყვეტა.

"ნოვატეკმა" პროექტ Arctic LNG 2-ში წარმოება შეაჩერა სანქციების და ტანკერების დეფიციტის გამო, – განუცხადა "როიტერს" კომპანიაში არსებული ვითარების მცოდნე ორმა ადამიანმა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც "ნოვატეკს" მოუწია წარმოების შემცირება, რომელიც მან მაინც დაიწყო დეკემბერში, მიუხედავად გამოცხადებული ფორსმაჟორისა: კომპანიამ შემდეგ აცნობა მომხმარებელს, რომ სანქციების გამო ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო მიწოდების დაწყება.

დეკემბერში Arctic LNG 2-ის წარმოებამ შეადგინა 425 მილიონი კუბური მეტრი, იანვარში – 250 მილიონი, ხოლო თებერვალში – 83 მილიონი,– წერდა Bloomberg, რომელმაც მოახერხა შესაბამისი მონაცემების მოპოვება. სააგენტოს ცნობით, კომპანიამ მარტის ბოლომდე ვერ შეძლო ექსპორტის დაწყება, როგორც ეს ჰქონდა დაგეგმილი. კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინელ მყიდველებთან, მაგრამ ისინი არ რისკავენ გარიგებაზე დათანხმებას ამერიკული სანქციების შიშით.

თავდაპირველად "ნოვატეკს" ჰყავდა კლიენტები - მინიმუმ Arctic LNG 2-ის აქციონერები. ესენია ჩინური Cnooc და China National Petroleum Corp, French TotalEnergies (10%) და Japan Arctic LNG (იაპონური კომპანიების Mitsui-სა და Jogmec-ის კონსორციუმი) - ისინი ფლობენ აქციების 10%-ს. მაგრამ Total-მა და იაპონურმა კომპანიებმა ოფიციალურად გაყინეს პროექტში მონაწილეობა. ხოლო ჩინელ აქციონერებს არ სურთ, საფრთხე შეუქმნან თავიანთ შესყიდვებს აშშ–დან.

"ნოვატეკმა" ასევე ვერ მიიღო ყინულის კლასის გაზგადამტანები, რომლებითაც აპირებდა LNG-ის ექსპორტს ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტზე. მისი 21 გაზის გადამზიდავიდან სამი რუსული წარმოებისაა. სამხრეთ კორეულმა Hanwha Ocean-მა, რომელსაც გაზის ექსპორტი უნდა განეხორციელებინა Arctic LNG 2-დან, ვერც შეკვეთილ ტანკერებს მიიღებს და ვერც რუსებს მიჰყიდის.

მედია აღნიშნავს, რომ მიუხედავად კატასტროფული სიტუაციისა, რომელშიც პროექტი აღმოჩნდა, "ნოვატეკის" დამფუძნებელმა და მთავარმა მფლობელმა ლეონიდ მიხელსონმა, ჟურნალ Forbes-ის რუსი მილიარდერების ახალ რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა 27,4 მილიარდი დოლარით (მისი ქონება გაიზარდა 5,8 მილიარდი დოლარით). "ნოვატეკის" თანამფლობელი და ვლადიმირ პუტინის მეგობარი გენადი ტიმჩენკო 23,4 მილიარდი დოლარით მე-6 ადგილზეა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები