აზერბაიჯანი და სომხეთი პირველად შეთანხმდნენ საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაციაზე

20-04-2024 14:41:47 კავკასია

სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა, 19 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ, პირველად გამოაცხადეს წინასწარი შეთანხმება რვა სასაზღვრო სოფლის მახლობლად საზღვრების დელიმიტაციის შესახებ. აღნიშნული სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოფისმა სააგენტო „Armenpress“-ისთვის მიცემულ კომენტარში განმარტა.

საზღვრების დელიმიტაცია შეთანხმებულია სომხური სოფლების ბაგანისის, ვოსკეპარის, კირანცისა და ბერქაბერისა და აზერბაიჯანული სოფლების ბაგანის აირუმის, აშაგი-ასკიფარის, ხეირიმლისა და ყიზილ-გაჯილის ირგვლივ.

„ეს ნიშნავს, რომ ორმა კომისიამ რუკაზე ხელახლა შექმნა საზღვრები, რომლებიც არსებობდა ზემოხსენებულ სოფლებს შორის საბჭოთა კავშირის დროს და შემდეგ ეტაპზე ეს საზღვრები უნდა დაზუსტდეს, ა აისახოს ადგილზე. ეს იქნება უპრეცედენტო მოვლენა: პირველად, ჩვენს ქვეყნებს შორის მოხდება სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია ამ ოთხი სოფლის მიდამოებში“, - აცხადებენ ფაშინიანის ოფისში.

მათ განმარტეს, რომ დელიმიტაცია შეთანხმებულია სსრკ-ს რუკების საფუძველზე და აღადგენს საზღვრებს, „რომელიც დე იურე არსებობდა საბჭოთა სომხეთსა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის“ და საუბარი არ არის ტერიტორიულ დათმობებზე.

სომხური მხარე ასევე აცხადებს, რომ ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაყვანა ოთხი სოფლის მიდამოებიდან და მათი ჩანაცვლდება სასაზღვრო ძალებით„მოხდება მოკლე, მაგრამ გონივრულ ვადაში, ხელოვნური შეფერხებების გარეშე“.

მანამდე აზერბაიჯანმა მოითხოვა სომხეთისგან ოთხი სასაზღვრო სოფლის დაბრუნება, რომლებიც დე ფაქტო სომხების კონტროლის ქვეშ იყო 1990-იანი წლებიდან. ამის შემდეგ ფაშინიანმა აღიარა, რომ ეს დასახლებები არ არის სომხეთის ტერიტორიის ნაწილი.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სრული კონტროლი დაიბრუნა მთიან ყარაბაღზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პერიოდულად ხდება შეტაკებები სასაზღვრო ზონებში. პარალელურად, სამშვიდობო მოლაპარაკებებს მართავენ ბაქო და ერევანი, შეხვედრების ბოლო სერია ბერლინში გერმანიის შუამავლობით შედგა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები