Accentnews.ge
NATO რუსეთის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადება: განიხილავს 5 მარშრუტს ჯარისა და ტექნიკის ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე გადასასროლად

NATO რუსეთის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადება: განიხილავს 5 მარშრუტს ჯარისა და ტექნიკის ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე გადასასროლად

04/06/2024 14:08:38 მსოფლიო

NATO ახლა რამდენიმე ალტერნატიული "სახმელეთო მარშრუტის" შემუშავებაზე მუშაობს ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებში აშშ–ის ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გადასასროლად რუსეთთან დიდი ომის შემთხვევაში,იუწყება The Telegraph ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, "ეს ხდება NATO–ს უმაღლესი ხელმძღვანელობის გაფრთხილების ფონზე, რომ დასავლეთის მთავრობები უნდა მოემზადონ რუსეთთან სავარაუდო კონფლიქტისთვის მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში".

5 გზა, რომლის საშუალებით შესაძლოა, აშშ–ის ჯარების გადასროლა NATO–ს აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებში

The Telegraph–ის ინფორმაციით, ეს მარშრუტები შემდეგია:

  1. ნიდერლანდები – გერმანია – პოლონეთი;
  2. იტალია - სლოვენია - ხორვატია - უნგრეთი;
  3. საბერძნეთი - ბულგარეთი - რუმინეთი;
  4. თურქეთი – ბულგარეთი - რუმინეთი;
  5. ნორვეგია - შვედეთი - ფინეთი.

კერძოდ, როგორც The Telegraph იუწყება, "ამჟამინდელი გეგმები ითვალისწინებს, რომ ამერიკელი ჯარები ნიდერლანდების პორტებში მიიყვანონ, შემდეგ კი მატარებლებით გერმანიის გავლით და პოლონეთში გადაიყვანონ. რუსეთის მიერ ალიანსის ტერიტორიაზე შეჭრის შემთხვევაში აშშ-ის ჯარები გადაიგზავნება როტერდამის პორტში მანამ, ვიდრე მათ აღმოსავლეთით გადაიყვანენ. თუმცა კულისებში საუბრობენ, რომ მუშავდება ზომები სხვა პორტების მარშრუტების გაფართოების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ სახმელეთო კომუნიკაციები მოსკოვის თავდასხმის შემთხვევაში არ შეფერხდეს".

გამოცემის ცნობით, თუ რუსეთი ნიდერლანდების ან ჩრდილოეთ ევროპის პორტებს მწყობრიდან გამოიყვანს, ნავარაუდევია, იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის პორტების ამოქმედება.

"დაგეგმილია იტალიიდან მარშრუტი სლოვენიისა და ხორვატიის გავლით უნგრეთამდე, რომელიც ასევე ესაზღვრება უკრაინას, საბერძნეთიდან და თურქეთიდან კი ჯარების გადაყვანა შესაძლებელია ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით, რომ ისინი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგამდე მივიდნენ. ასევე მუშავდება გეგმები ჯარების ტრანსპორტირების მიზნით ბალკანეთის პორტებით, ასევე ნორვეგიის, შვედეთისა და ფინეთის გავლით", – იუწყება The Telegraph.

მისივე ცნობით, ჩრდილოეთ ევროპის პორტები, როგორიცაა ნიდერლანდები, გერმანია და ბალტიის ქვეყნები, განიხილება განსაკუთრებით მგრძნობიარედ რუსული სარაკეტო თავდასხმების მიმართ.

როგორც გამოცემას "NATO–ს ერთობლივი ლოგისტიკური და დამხმარე სარდლობის" მეთაურმა, გერმანელმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდერ ზოლფრანკმა განუცხადა, "უკრაინაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ლოგისტიკურ სისტემები რუსული შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო თავდასხმების სამიზნედ იქცა".

„ვხედავთ, როგორ უტევდა რუსეთი ლოგისტიკურ ბაზებს უკრაინაში. ამან უნდა მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ ნათელია, რომ მსხვილი ლოგისტიკური ბაზები, როგორებსაც ვიცნობდით ავღანეთიდან და ერაყიდან, უკვე აღარ არის შესაძლებელი, ვინაიდან მათ თავს ესხმიან და ანადგურებენ კონფლიქტური სიტუაციის ძალზე ადრეულ სტადიაზე. რაც შეეხება საჰაერო თავდაცვას, ის არასოდესაა საკმარისი. ვერ წარმომიდგენია სიტუაცია, როცა საჰაერო თავდაცვის საშუალებები საკმარისი შეიძლება, იყოს", – განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდერ ზოლფრანკმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S