Accentnews.ge
"შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის უმნიშვნელოვანესია"

"შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის უმნიშვნელოვანესია"

09/01/2020 18:22:29 პოლიტიკა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ამიტომ ალიანსი რეგიონში როგორც ხმელეთსა და ზღვაზე, ასევე საჰაერო სივრცეში ზრდის მის ყოფნას: გაძლიერებულია პატრულირება ჰაერში, შავ ზღვაში გაზრდილია სამხედრო ხომალდების ყოფნა, ისევე როგორც მიწაზე, სახმელეთო ძალები.

„ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ჩვენი ყოფნის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას“,- ახცადებს გენერალური მდივანი და აღნიშნავს, რომ ალიანსის წევრებიდან სამი – რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი სწორედ შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა, და ამავე რეგიონში მდებარეობს ასევე ნატო-ს ორი მჭიდრო პარტნიორი ქვეყანა უკრაინა და საქართველო, რომელთანაც ალიანსი მჭიდროდ თანამშრომლობს, ატარებს წვრთნებს და ეხმარება მათ.

ამასთან, იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა გადაწყვეტილების განმაპირობებელ მიზეზს – რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S