რუსული აგენტურა და 10 საქმე 7 წელიწადში: საქართველომ ნდობა დაკარგა?

13-01-2020 18:22:54

რეგიონში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გამოხატული ინტერესის, მზარდი გავლენის, დასავლეთის რიგი ქვეყნების არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ღია საუბრის და კონკრეტული მკვლელობებისა თუ მკვლელობის მცდელობებში მისი სპეცსამსახურების კავშირის გამოვლენის, უშუალოდ საქართველოში კი ხელისუფლების ჩრდილოელ მეზობელთან კოლაბორაციაშიდადანაშაულების, ქართველი სამხედროების პერსონალური მონაცემების გაჟონვის, მკვლელობის მცდელობებისა, თუ საეჭვო გარდაცვალებების შესახებ (ხანგოშვილისა და კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეთა საქმეები) გამოთქმული ეჭვების ფონზე, „აქცენტი“ დაინტერესდა, როგორ, რამდენად ეფექტურად ებრძვის საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ამ იარაღს – სპეცსამსახურს და კითხვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, ვინაიდან კონტრდაზვერვითი საქმიანობა სწორედ ამ უწყების პრეროგატივაა. მით უფრო, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების იმჟამინდელი და აწ უკვე შს მინისტრი „გვამშვიდებდა“, „საქართველოში არამხოლოდ რუსული, არამედ მეზობელი და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიც მუშაობენო“.

ბუნებრივია, არ გვქონდა მოლოდინი, რომ უწყების ჩაკეტილობისა და თავად საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, უსაფრთხოების სამსახურიდან დეტალურ ინფორმაციას მივიღებდით, ამიტომ მხოლოდ ზოგადი მონაცემები გამოვითხოვეთ.

კითხვები:

  1. 2012 წლიდანდღემდერუსეთისსასარგებლოდჯაშუშობაშირამდენიპირიდაორგანიზაციაიქნამხილებული?
  2. მხილებისშემთხვევაშირაზომებიგატარდა?
  3. ბრალისწარდგენამდერამდენიპირისსაქმემივიდა?
  4. რატომარგანსაჯაროვებულაარცერთიკონკრეტულისაქმე?

და უწყებიდან კიდევ უფრო ზოგადი, თუმცა მაინც საინტერესო პასუხი მივიღეთ:

„უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში განხორციელებული სავარაუდო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დაიწყო 10 სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით [უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდუცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა. ისჯება12 წლამდე პატიმრობით] და 319-ემუხლით [უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ისჯება 15–წლამდე პატიმრობით] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით [რედ. არ არის დაზუსტებული, რომელი ქვეყნის, ან ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობაზეა საუბარი]. აღნიშნული საქმეები შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, შესაბამისად, მათი გასაჯაროება არ მოხდა. ამასთან, გარდა ზემოაღნიშნულისა, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტარდება კონტრდაზვერვითი ღონისძიებები არაერთი პირისმიმართ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, კანონმდებლობის შესაბამისად მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, განვახორციელოთ აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება“.

შენიშვნა: სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გულისხმობს გამოძიების დაწყებას და არა აპრიორი კონკრეტული პირების გამოვლენას. გამოვლენასა და ბრალის წარდგენაზემოწოდებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი, მიუხედავად კითხვისა. ამდენად უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრალის წარდგენამდე საქმე არ მისულა, ან უკეთეს შემთხვევაში, მიმდინარეობს დაკვირვება, თუ საერთოდ იქნა ვინმე, ან რომელიმე ორგანიზაცია გამოვლენილი.

კიდევ ერთი შენიშვნა: „აქცენტმა“ გამოითხოვა სტატისტიკა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასთან დაკავშირებით, ხოლო სუსი ზოგად მუხლს მიუთითებს. ამდენად, ამ შემთხვევაშიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ხსენებული 10 სისხლის სამართლის საქმე ეხება არამხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას.

„ეს მონაცემები არაადეკვატურია იმ გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, რომელშიც საქართველოს უწევს ცხოვრება“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას უსაფრთხოების ექსპერტი ბესო ალადაშვილი.

ბესო ალადაშვილი:ვიცით, რომ საქართველოში აქტიურად მოქმედებენ როგორც საქართველოს წინააღმდეგ, ეკონომიკური პოლიტიკის, თუ სამხედრო საიდუმლოების ხელში ჩასაგდებად სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები, მათ შორის მეზობელი ქვეყნების. რუსეთთან ერთად არ უნდა გამოგვრჩეს თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და ირანის სპეცსამსახურები. განსაკუთრებით გამოვყოფდი ირანისა და რუსეთის სპეცსამსახურებს, რადგან რიგ შემთხვევებში ისინი შესაძლოა, უნისონში მოქმედებდნენ. თქვენს მიერ მოყვანილი სტატისტიკა კი მეტყველებს, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს ან პროფესიონალიზმი არ ჰყოფნით, ან სხვა პრობლემებია და სათანადოდ ვერ აწარმოებენ კონტრდაზვერვით საქმიანობას.

ევროპის შემთხვევაში არა მხოლოდ არჩევნებში ჩარევა, სპორტიც სტრატეგიული მიმართულებაა და უკვე ისიც წარმოადგენს რუსეთის ეროვნული ინტერესების ერთ–ერთ გამომხატველ დარგს. მკითხვეელისთვის შესაძლოა, წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ რუსული სპეცსამსახურები მუშაობენ ყველა მიმართულებით: სპორტი, კულტურა, რელიგია, განათლება, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და ფინანსები. რუსეთისთვის არსებობს პირველადი მიზნები – თავდაცვა და უსაფრთხოება, შემდეგ კი მოდის ეკონომიკა და ფინანსები და ა.შ. ამდენად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც რუსეთი მოქმედებს ღრმა, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლით. არ უნდა გამოგვრჩეს ისრაელიც, თუმცა ირანი, თურქეთი, სომხეთი, ისრაელი გარკვეულწილად ურთიერთსაწინააღმდეგო ოპერაციებს გეგმავენ საქართველოს ტერიტორიაზე და არ არის გამორიცხული, მათ საქართველოს მოქალაქეებიც ჩააბან პროცესში.

ამ სტატისტიკის გათვალისწინებით შეიძლება, დავუშვათ, რომ რუსული სპეცსამსახურებისთვის საქართველო არ იყოს საინტერესო?

– ეს გამორიცხულია: მე ყოველთვის რუსეთის დღევანდელ და საბჭოთა კავშირის ხელისუფლებებს შორის ვავლებ პარალელს, მათ შორის სპეცსამსახურების დაფინანსების კუთხით. ეს ერთი ერთში მეორდება. ქვეყანა შეიძლება, შიმშილობდეს, მაგრამ როგორც საბჭოთა კავშირში, ისე რუსეთში სპეცსამსახურებისა და თავდაცვისთვის ფულს არ იშურებენ. უბრალოდ არის დომინანტი, სტრატეგიული ქვეყნები და შესაძლოა, შემდეგ ჩვენ ვართ. საქართველო მათთვის საინტერესო იმიტომაა, რომ სამწუხაროდ, აქ მათი სპეცსამსახურების მუშაობა, ჩვენგან ინფორმაციის გატანა, მათ შორის ნატო–ს ქვეყნების შესახებაც, ძალიან იოლია.

– იოლი რატომაა?

– თუნდაც იმიტომ, რომ იგივე თუნდაც კონტრდაზვერვის დონე ძალიან დაბალია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საკადრო პოლიტიკა. ჩვენ შემთხვევაში სპეცსამსახურებშიც ეს პოლიტიკა მიბმულია ერთგულებაზე, პარტიულ კუთვნილებაზე. პროფესიონალიზმს, კვალიფიკაციას, მოტივაციას არ ექცევა ყურადღება. ვფიქრობ, მათ შორის ე.წ. სპეციალური შემოწმებასათანადოდ არ ხორციელდება, თუ რამდენად არის მიზანშეწონილი კონკრეტული პირის დაშვება საიდუმლო ინფორმაციაზე. ამდენად, მუდმივად არის საფრთხე, რომ სხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელმა, აგენტმა, ან ნდობით აღჭურვილმა პირმა, ან სულ მცირე, „სასარგებლო იდიოტმა“ შეძლოს სპეცსამსახურში შესვლა და გარკვეულ თანამდებობამდე მიღწევა. არსებობს კიდევ ერთი მიმართულება – ხელშეწყობა დაწინაურებაში. თავად ზრდიან კადრებს და არ გამოვრიცხავ, რომ დიდი არეულობის დროს, 2004–2005 წლებში, როდესაც „ნაციონალებმა“ ჩაატარეს „წმენდა“, ყველა ძველი კადრი გაუშვეს სამსახურიდან, ახლების ფონზე მოვიდნენ გადაბირებული კადრები, ან შემდეგ მოხდა მათი გადაბირება. ეს არის ყველა ქვეყნის ზოგადი სტრატეგია და რუსეთი ამას რატომ არ განახორციელებს?

როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყანა ინფორმაციის გამტარია, რაიმე ხელჩასაჭიდი, კონკრეტული ფაქტი გვაქვს?

– პარალელები შეგვიძლია, გავავლოთ. ავიღოთ ესტონეთის მაგალითი: 2006 წელს ესტონეთში დააკავეს პირი, პოლკოვნიკი, ნატო–სთან ურთიერთობის მეკავშირე. დაახლოებით 10 წელი მუშაობდა რუსეთის დაზვერვაზე. ბევრჯერ იმყოფებოდა საქართველოში და გაჰქონდა ინფორმაციები როგორც საქართველო–ნატო–ს ურთიერთობაზე, ისე ნატო–ს შიდა სამზარეულოზე. მსგავსი პირები შესაძლოა, იყვნენ საქართველოშიც, რომლებიც მიზანმიმართულად ჩაინერგებიან ნატო–ს ან ევროსტრუქტურებში. ამიტომაა, რომ ჩემი ინფორმაციით, პარტნიორები თავს იკავებენ და განსაკუთრებით სტრატეგიულ მონაცემებს ბოლომდე არ ამხელენ. ეს ბუნებრივია, ვინაიდან ნდობის ფაქტორი ჩვენდამი დაბალია. იგივე შეერთებული შტატები ყოველთვის თავს იკავებდა საქართველოსა და სხვა მეკავშირეებისთვის თანამედროვე იარაღის მიყიდვისაგან. იმიტომ, რომ იყო მაღალი ალბათობა, იარაღი მოწინააღმდეგეს ჩაეგდო ხელში. იგივე ეხება ინფორმაციასაც. აქ მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი და საიდუმლოების დაცვის ხარისხი პარტნიორ ქვეყანაში.

– ანუ საქართველო შემჩნეულია ინფორმაციის ნებსით თუ უნებლიეთ გაცემაში?

– უფრო რბილად ვიტყვი, არსებობს საფრთხე, როგორც საქართველოს, ისე სხვა არაწევრი, მათ შორის წევრებისგანაც ინფორმაციამ გაჟონოს.

– მაგრამ ამ საფრთხეს კონკრეტული გარემოებები ქმნის...

– ბუნებრივია. მათ შორის საიდუმლოს დაცვის ხარისხის ნაკლები მოთხოვნადობა, საკადრო პოლიტიკის მანკიერი მხარე... რა გახდა „პოლიგრაფის“, იგივე „სიცრუის დეტექტორის“ დანერგვა.

ახალი ამბები