
ისანში, ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარია
13/01/2020 15:26:48 საზოგადოება
ისანი-სამგორის რაიონში, მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზებიც.
განახლება
მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„მეველეს ქუჩა 4 ნომერში იწვოდა მეორეული ტექნიკის ჯიხურები. ხანძარი იყო დაახლოებით 350-400კვ.მდე. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე. სახანძრო ჯგუფების ადგილზე ოპერატიულად მოსვლამ თავიდან აგვარიდა ხანძრის გავრცელება. ამ დროისთვის ხანძარი არის ლოკალიზებული. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. რაც შეეხება ზარალს, ადგილზე არიან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც უმოკლეს ვადაში იტყვიან ზარალზე“,- განაცხადა კერესელიძემ.
ადგილზე მუშაობს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.