
პიროტექნიკით ცხრა ადამიანი დაშავდა
14/01/2020 07:32:19 საზოგადოება
ძველი სტილით ახალი წლის აღნიშვნისას, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ შემთხვევებიდან ხუთი თბილისში მოხდა. ყველა პაციენტი მსუბუქად დაშავდა, არც ერთის ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო.
დამწვრობის ცენტრში გვიან ღამით ოთხი პაციენტი შეიყვანეს, მათგან ორი ბავშვი იყო – 10 და 14 წლის, ორი კი მოზრდილი. ორივე ბავშვს და ერთ მოზრდილს მარჯვენა ხელის მტევნები ჰქონდათ დაზიანებული, მეოთხე პაციენტს კი ორივე მტევნის დაზიანება აღენიშნებოდა.