
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა „მივალ გურიაში მარა“ იმღერა
14/01/2020 09:19:30 საზოგადოება
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა გურიაში „კალანდა 2020“-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილება.
ადგილობრივ ოჯახში სტუმრობისას ანსამბლ „რუსთავის“ერთი-ერთ დამფუძნებელთან ანზორ ერქომაიშვილთან ერთად იმღერა სიმღერა „მივალ გურიაში მარა“.
ვიდეოს "ფეისბუკში" მომხმარებელი ავრცელებს.
ელისაბეთ რუდმა, გურიაში სტუმრობისას, „სულიკოც“იმღერა.
იგი გურიაში 13 იანვარს ჩავიდა, „კალანდობის“ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.