
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილები შედის
14/01/2020 20:15:00 საზოგადოება
პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი დარეგისტრირდა.
კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის - საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს, შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენების 15 გრამიანი საფუთავებში მიწოდება/გაყიდვა ისევე იქნება შესაძლებელი, როგორც 50 და 100 გრამიან საფუთავებში.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები მმართველი გუნდიდან გურამ მაჭარაშვილი და გოგა გულორდავა.