20-01-2025 14:49:58 ეკონომიკა
2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 435.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 6 560.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16 874.9 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 8.1 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წელს, 10 314.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0 პროცენტია.
უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
2024 წელს საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 426.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 322.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 4.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 288.6 მლნ. აშშდოლარით (4.4 პროცენტი).
რაც შეეხება უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორებს, პირველ სამეულში შედის:
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 464.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 303.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 622.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი).
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, 2024 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 560 400 000 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.8%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 5.0 %-ით გაიზარდა და 3 007 100 000 აშშ დოლარს გაუტოლდა.
2024 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 72.9 % შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:
2024 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 321 900 000 აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7%ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 274 700 000 აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.1 %), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები, 250 200 000 აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3 %).