13-02-2025 21:42:46 კონფლიქტები
არასამთავრობო ორგანიზაცია "შავმა წიგნმა" გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება «უკონტროლო დაფინანსება: რატომ ვერ სარგებლობენ გალელები უფასო ჯანდაცვით».
გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მეტ-ნაკლებად ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მისაღებად გალის ოკუპირებული რაიონის ეთნიკურად ქართველ მაცხოვრებლებს საოკუპაციო ხაზის, ანუ რუსი ოკუპანტებისა და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ბლოკ-საგუშაგოს გავლა უწევთ.
ყველა გამოკითხულმა დაუდასტურა გამოძიების ავტორებს, რომ სამედიცინო პუნქტები გალის რაიონში სავალალო მდგომარეობაშია: ადგილობრივები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ და უწევთ ენგურის ხიდის გადაკვეთა, თუმცა ხიდი საღამოს 8 საათიდან დილამდე იკეტება, ხოლო როცა გახსნილია, მის გადასაკვეთად ქრთამის მიცემა ან გავლენიანი ნაცნობების ჩარევა უწევთ.
დანამდვილებით იმის თქმა, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამ ეტაპზე გალში, რთულია - ზუსტი ციფრები არც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გააჩნია. არაოფიციალური ინფორმაციით კი, რაიონში სადღეისოდ დაახლოებით 55 000 ადამიანი სახლობს.
გალის რაიონში მათ ემსახურებათ 6 სამედიცინო პუნქტი, რომელიც სპეცდაფინანსებით ფუნქციონირებს და ამის მიუხედავად, ადგილობრივები სამედიცინო მომსახურების ზუგდიდში მიღებას ამჯობინებენ - იქ უფრო სანდოაო.
ჟურნალისტური გამოძიება სრულდება შემდეგი დასკვნებით: