Accentnews.ge
„ოცნების“ პარლამენტში „FARA-ს ქართულენოვანი თარგმანი“ დარეგისტრირდა

„ოცნების“ პარლამენტში „FARA-ს ქართულენოვანი თარგმანი“ დარეგისტრირდა

24/02/2025 14:03:37 პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” (FARA) ქართულენოვანი თარგმანი.

„ამ საკანონმდებლო ინიციატივის არსი ის არის, რომ იგი წარმოადგენს ამერიკული „ფარას“ სიტყვა-სიტყვით თარგმანს. შემდეგში, საპარლამენტო განხილვის პროცესში, მოხდება კანონპროექტის შესაბამისი ტერმინოლოგიის ქართულ სამართლებრივ სივრცესთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენით, ნებისმიერი ყალბი, ცრუ ნარატივი, რომელსაც შიგნიდან თუ გარედან ავრცელებდნენ ქართულ კანონებთან დაკავშირებით, დასრულებულია. შესაბამისად, დასრულდება ნებისმიერი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

„ოცნების“ წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, "გუნდის მიერ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონის ინიციირების შესახებ, რათა კანონთან დაკავშირებით არანაირი გაუგებრობა არ იყოს".

მისივე თქმით, "რა თქმა უნდა, დამატებით მთელ რიგ კანონებში საჭირო გახდება ცვლილებების შეტანა, რათა განისაზღვროს ის ორგანოები, რომლებიც საქართველოს რეალობიდან გამომდინარე პასუხისმგებელი იქნებიან კანონის აღსრულებაზე".

როგორც "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „სიტყვასიტყვით ნათარგმნი ვერსიით“ ჩანაცვლდება 2024 წელს, მეორე ცდაზე, ხმაურით დამტკიცებული „აგენტების კანონი“.

ამერიკული FARA-ს იდენტური კანონპროექტის ინიციირების შესახებ "ქართულმა ოცნებამ" განცხადება თებერვლის დასაწყისში გააკეთა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S