03-05-2025 09:02:44 საზოგადოება
კვლევითი ორგანიზაცია „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ (CMIS) აცხადებს, რომ 2024 წლის მაისიდან დღემდე, 2025 წლის 2 მაისამდე საქართველოში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა.
ორგანიზაციის ცნობით, მის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოავლინა ინციდენტები, რომლებიც მოიცავს:
აღრიცხული შემთხვევებიდან, როგორც ორგანიზაცია წერს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მოხდა 67 ინციდენტი; 28 ნოემბრიდან დაწყებული პროტესტის პერიოდში – 169 ინციდენტი. რაც შეეხება უშუალოდ ფიზიკურ ძალადობას - ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს.
ამასთან, CMIS-ის ცნობით, ბოლო ერთ წელიწადში სხვადასხვა საფუძვლით უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი, რომელთაგან ერთ–ერთი – მზია ამაღლობელი დღემდე პატიმრობაშია.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, უკვე 12 იანვარს ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთა ელის. იგი პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა და შიმშილობა 2025 წლის 18 თებერვალს შეწყვიტა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს.
ამავე თემაზე: RSF: საქართველომ მედიის თავისუფლების რეიტინგში 11 პოზიციით დაიხია უკან