Accentnews.ge
აფხაზეთში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზის გასახსნელად ემზადებიან

აფხაზეთში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზის გასახსნელად ემზადებიან

01/06/2025 07:54:47

აფხაზეთში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაჩნდება, - განაცხადა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ბადრა გუნბამ, თუმცა ობიექტის გახსნის ვადები არ დაუკონკრეტებია. 

მისივე თქმით, ობიექტი აშენდება ქალაქ ოჩამჩირეს მიდამოებში, სადაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ბაზირების პუნქტია განთავსებული. 

"რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნა, როგორც ასეთი, არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება ოჩამჩირეს რაიონში მატერიალურ-ტექნიკური ბაზნის გახსნა საკუთვრივ შავი ზღვის ფლოტისთვის. პროექტის რეალიზება ითვალისწინებს აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, მათ შორის - თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი მუშაობის კუთხით" - დასძინა გუნბამ. 

ცნობისთვის: 2017 წლიდან ოჩამჩირეში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდების ფლოტია დისლოცირებული. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე ასევე მოქმედებს მეშვიდე რუსული სამხედრო ბაზა. მიმდინარე კვირას, რუსეტში გამართული კავკასიური საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა განაცხადა, რომ ეს ობიექტები "აფხაზეთის ტერიტორიაზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება". 

2023 წელს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმა. 

სსრკ-ის პერიოდში ოჩამჩირეში საბჭოთა შავი ზღვის ფლოტის ობიექტები იყო განთავსებული. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S