
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ბადრა გუნბასთან ერთად სოხუმის აეროპორტი დაათვალიერა
21/07/2025 23:51:00
რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა და რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი სოხუმის აეროპორტს ეწვივნენ.
ამავე ცნობით, ისინი გაეცნენ მის მუშაობას და განიხილეს შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ფრენები 1 -ელ მაისს აღდგა.
"ამჟამად სოხუმიდან თვითმფრინავები მოსკოვში, ნიჟნი ნოვგოროდსა და ხანტი-მანსიისკში დაფრინავენ და ფრენების გეოგრაფიის გაფართოებას გეგმავენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.