Accentnews.ge
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს ახალგაზრდებისთვის 100-მდე მონაწილე დაესწრო - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს ახალგაზრდებისთვის 100-მდე მონაწილე დაესწრო - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

04/03/2026 18:18:00

ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფინანსური განათლების სასერტიფიკატო ტრენინგი გაიმართა.

ინიციატივის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ახალგაზრდებთან ჩატარდა, რომელსაც ლევან ფავლენიშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას 100-მდე მონაწილე დაესწრო.

ტრენინგის ფარგლებში, ლევან ფავლენიშვილი საუბრობდა ფინანსების მართვის საბაზისო პრინციპებზე, ბიუჯეტირებაზე, ინვესტიციებზე და სხვა. მონაწილეებს გადაეცათ საქართველოს ბანკის და პარტნიორების სერტიფიკატები.

ინფორმაციისთვის, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებშიშეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთანსტუდენტებთანმასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთანთითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.

გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზეganatleba.bog.ge


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S