Accentnews.ge
საფრანგეთის მოსახლეობა კომუნალური გადასახადებისგან დროებით გათავისუფლდა

საფრანგეთის მოსახლეობა კომუნალური გადასახადებისგან დროებით გათავისუფლდა

17/03/2020 18:30:16 მსოფლიო

საფრანგეთის მოსახლეობა ქირის, გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადებისგან დროებით გათავისუფლდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო.

მისივე თქმით, იმ კომპანიების დასახმარებლად, რომლებსაც კრიზისის დროს გაკოტრება დაემუქრებათ, სახელმწიფო 300 მლრდ ევროს ოდენობის სესხს გამოჰყოფს.

იხილეთ ასევე: თითოეული ამერეკელი 1000–1000 დოლარს მიიღებს

17 მარტიდან საფრანგეთმა ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვრები 30 დღით ჩაკეტა. ამასთან, ქვეყანაში 22 მარტისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები გადაიდო.

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსმა საფრანგეთში 148 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 6655.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 7000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 182 000–ს გადააჭარბა, 80 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 34 შემთხვევაა დადასტურებული. 33 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S